ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:59-ზე, მთვარე ტყუპშია
დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. მსუბუქად იკვებეთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, მწვანილით. მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე.
ვერძი
დღეს შესაძლოა ბევრი კონტაქტი და გადაადგილება გქონდეთ. შეიძლება შეხვდეთ ადამიანებს, რომლებთანაც ოდესღაც სწავლობდით. ზოგიერთი იქნება ოცნებებში და სურს ცვლილებები პირად ცხოვრებაში. უმჯობესია, არ დაიჯეროთ ლამაზი დაპირებები.
კურო
დღეს შესაძლოა გაიგოთ, რომ თქვენს მეგობრებს თქვენგან საიდუმლოებები აქვთ. ან ისინი გაარკვევენ თქვენს საიდუმლოს. კარგი დღეა საყიდლებზე წასასვლელად, რათა მოიმარაგოთ სურსათი და დაგეგმოთ ბიუჯეტი. თქვენი პარტნიორი შეიძლება იყოს უფრო გულწრფელი, სენსუალური, მზრუნველი, გამოავლინოს ყურადღების ნიშნები და შესაძლოა რომანტიკული საჩუქარიც მიიღოთ.
ტყუპი
სამსახურში შეამოწმეთ ყველაფერი ორჯერ, შეცდომები რომ არ დაუშვათ. დღეს განსაკუთრებით მიმზიდველი და ქარიზმატული ხართ. ამიტომ მიიზიდავთ საპირისპირო სქესის ყურადღებას. კარგი დღეა საკუთარ თავზე და თქვენს სურვილებზე ფიქრისთვის. იყიდეთ ლამაზი ნივთი ან გაიკეთეთ მანიკიური, ან ახალი ვარცხნილობა.
კირჩხიბი
დღეს ადამიანებისგან ცოტათი დაშორების სურვილი გაგიჩნდებათ. ვიღაც შეასრულებს საშინაო საქმეებს, დღეს კარგია კარადების დალაგება და ზედმეტი ნივთების მოცილება. შესაფერისია რომანტიკული პაემნებისთვისაც. ახალგაცნობილს შეხედეთ უფრო რეალისტურად.
ლომი
კარგი დღეა მეგობრებთან, იმ ადამიანებთან შეხვედრისთვის, ვისთანაც საერთო ინტერესები გაქვთ. შეიძლება გარკვეული ცვლილებები გქონდეთ სახლთან და ოჯახთან დაკავშირებით. ნათესავებთან ერთად დაგეგმეთ საახალწლო წვეულება.
ქალწული
შეიძლება გაიგოთ, რომ ადამიანს, რომელიც მეგობარი გეგონათ, სრულიად არამეგობრული გრძნობები აქვს თქვენ მიმართ. ზოგიერთს გელოდებათ ბევრი მოძრაობა, კომუნიკაცია. დღე შესაფერისია რომანტიკული და მეგობრული შეხვედრებისთვის. საყვარელი ადამიანი გამოიჩინოს თქვენ მიმართ თანაგრძნობისა და გულწრფელობას.
სასწორი
კარგი დღეა საჩუქრების საყიდლად და ასევე მათი მისაღებად. განსაკუთრებით წარმატებული იქნება რომანტიკული ხასიათის საჩუქრები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყურადღებით დააკვირდით ნივთის ხარისხს. კარგი დღეა ახალი გამოცდილების მისაღებად: კინოში, გამოფენაზე ან მუზეუმში წასასვლელად.
მორიელი
ცვლილებები გელოდებათ მსოფლმხედველობაში, რწმენასა და დამოკიდებულებებში. კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისა და შეხვედრებისთვის. თუ მარტოხელა ხართ, გააქტიურდით, რომ გაიცნოთ საინტერესო ადამიანი. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობას.
მშვილდოსანი
გააქტიურდება პარტნიორებთან კონტაქტები, როგორც საქმიანი, ისე პირადი. მარტოხელები დაფიქრდით, ვისთან ერთად უნდა აღნიშნოთ ახალი წლის დღესასწაული. ენერგია მიმართეთ სასარგებლო საქმეებზე, გაასუფთავეთ სახლი, წადით საყიდლებზე, იფიქრეთ იმაზე, თუ რას ჩაიცვამთ დღესასწაულზე და რა უნდა მოამზადოთ წვეულებისთვის.
თხის რქა
ნაყოფიერი დღეა, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები, დაწეროთ საყიდლების სია, იფიქრო საახალწლო ჩაცმულობაზე. მეგობრებს შეუძლიათ საინტერესო იდეები შემოგთავაზონ, საღამო გაატარეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში.
მერწყული
დაუთმეთ დღე თქვენს ახლობლებს და ოჯახს. ყურადღება მიაქციეთ ნათესავებს. შესაძლოა, საჩუქარიც კი მიიღოთ. ზოგიერთი რომანტიკულ ყურადღებას იგრძნობთ თქვენზე სოციალური სტატუსით მაღალა მდგომი ადამიანისგან. დღე ასევე შესაფერისია ბავშვებთან ურთიერთობისთვის, უფრო ყურადღებიანი უნდა იყოთ მათ მიმართ.
თევზები
სამსახურის საქმეების შემდეგ გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. საკმარისი ენერგია გექნებათ მათთან გამკლავებისთვის. შეიძლება მოგხიბლონ შორეულმა ქვეყნებმა და ქალაქებმა, უცხოურმა კულტურამ. არ არის გამორიცხული, უცხოელმა ადამიანმა გამოიჩინოს ინტერესი თქვენ მიმართ, ინტერნეტითაც.