25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა ახალი საქმეების განსახილველად. მოაგვარეთ ნათესაური და პირადი საკითხები, მაგრამ მოთოკეთ ემოციები. ნუ გაამძაფრებთ სიტუაციას. ნუ დახარჯავთ სხვის ფულს.

ტყუპი

გადახედეთ საქმეებს და გათავისუფლდით იმ მოვალეობებისგან, რომლებიც გძაბავთ და განვითარების საშუალებას არ გაძლევთ. დღეს სწრაფად და დაკვირვებულად უნდა იმოქმედოთ.

კირჩხიბი

დამატებითი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ. ამიტომ, ყურადღებით იყავით. მოერიდეთ კონფლიქტს მშობლებთან, აკონტროლეთ შვილები. მუშაობისას ახალი იდეები გაგიჩნდებათ და ისინი სანდო ადამიანთან ერთად განიხილეთ.

ლომი

ნუ გაწყვიტავთ ურთიერთობებს, ეცადეთ შეინარჩუნოთ ისინი. კამათში შეიძლება ჭეშმარიტებას მიაგნოთ. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახში. კარგი დღეა საქმეების შესამოწმებლად, კორექტივების შესატანად.

ქალწული

ახალი იდეები უფროსთან ერთად დიპლომატიურად განიხილეთ. მოერიდეთ ემოციების გამოვლენას. დღევანდელი დღე მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ.

სასწორი

წარმატების მისაღწევად პრობლემების გადალახვა მოგიწევთ. შეიძლება ადამიანური და ფინანსური რესურსი შემოგაკლდეთ. გამოიჩინეთ ინიციატივა, მოიძიეთ თანამოაზრეები და სპონსორები.

მორიელი

ნებისმიერი ნაბიჯი, განსაკუთრებით უფროსთან შეხვედრა, საქმიანი მოლაპარაკებები კარგად გაანალიზეთ. სიტუაცია ობიექტურად შეაფასეთ და დადებითსა და უარყოფითს უფრო ნათლად დაინახავთ.

მშვილდოსანი

დღეს ადვილად მოაგვარებთ სანათესაო საკითხებს, მოსალოდნელია ფინანსური მხარდაჭერა. საქმეებში გაგიმართლებთ, შეიძლება სრულიად უცხო ადამიანი დაგეხმაროთ. მოერიდეთ ორაზროვან სიტუაციებს.

თხის რქა

საკუთარი თავის საკეთილდღეოდ იმოქმედეთ; ყველა დანარჩენი მოიცდის. გადაიტანეთ საუბარი სხვა თემაზე, თუ არ გაქვთ მოფიქრებული პასუხი და ან არ აპირებთ პასუხის გაცემას.

მერწყული

კარგი დღეა ცვლილებებისა და ინფორმაციის გაცვლისთვის. ნუ დაელოდებით სხვებს; გამოიჩინეთ ინიციატივა, იმუშავეთ ახალი პროექტების განხილვაზე. ახლობლებისთვის არ დაგავიწყდეთ დანაპირების შესრულება.

თევზები

ახალს ნურაფერს წამოიწყებთ, მაგრამ დააკვირდით სიტუაციას, აკონტროლეთ მოვლენები და ბევრ საჭირო ინფორმაციას დააგროვებთ. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გმართებთ, ახლა პრეტენზიების წამოყენების დრო არაა.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით