25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დიპლომატიურად იმოქმედეთ, შეუპოვარი და ჯიუტი ნუ იქნებით. მეტი დრო დაუთმეთ სახლში კომფორტის, ჰარმონიის შექმნას.

ტყუპი

ყურადღება გმართებთ სამოსის, პარფიუმერიის ყიდვისას. კარგად შეისწავლეთ ინსტრუქციები, ტურისტული შემოთავაზებები. დღეს შეიძლება წარუმატებლობის გამო ტკბილეულს მიეძალოთ.

კირჩხიბი

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ღირსეულ ჯილდოს არ იღებთ. მოერიდეთ უსიამოვნებას სასიყვარულო პარტნიორთან. მეტად დაისვენეთ, სიზარმაცის უფლება მიეცით საკუთარ თავს.

ლომი

ნუ იქნებით ინიციატივიანი, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. საღამო მშობლებთან ერთად გაატარეთ. მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ქალწული

გამოავლინეთ თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები. მეტი დრო დაუთმეთ სახლის მოწყობას, კულინარიულ ექსპერიმენტებს.

სასწორი

ეცადეთ, არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ. სხვების სურვილებს საკუთარი ინტერესების წინ ნუ დააყენებთ. მოერიდეთ მკვეთრ ცვლილებებს, იმიჯის შეცვლას.

მორიელი

ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეთ მანდილოსნებთან ურთიერთობისას, ნათესავების კამათში, ფინანსური საკითხების მოგვარებისას.

მშვილდოსანი

სურვილებსა და მოთხოვნებს აყოლილი ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. განსაკუთრებით, ფინანსურ სფეროში. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს.

თხის რქა

კონკურენტებთან ნუ გაამხელთ საიდუმლოებებს, სამომავლო გეგმას. თუ საკუთარ გრძნობებში დარწმუნებულიარ ხართ საყვარელ ადამიანს ტყუილად ნუ დააიმედებთ.

მერწყული

მშვიდად გაატარეთ ეს დღე. საკუთარ მოსაზრებებს ნურავის მოახვევთ. ნუ გამოიჩენთ ინიციატივას სამსახურში. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

თევზები

რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. არ გადაიღალოთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით