კურო
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. კარგი დღეა ოფიციალური შეხვედრებისთვის, სასამართლო პროცედურების დასასრულებლად. ზოგიერთი საინტერესო შემოთავაზებას მიიღებს.
ტყუპი
ექიმის მეთვალყურეობით შეადგინეთ დიეტა. ყურადღებით მოეპყარით თქვენთვის ძვირფას ნივთებს. გამონახეთ დრო უცხო ენის შესასწავლად, ახლობლებთან მიმოწერისთვის.
კირჩხიბი
წვრილმანების გამო ნერვიულობა არ ღირს. მშვიდად წარმართეთ საუბარი მშობლებთან, უფროსთან. ყურადღება გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას.
ლომი
მხოლოდ ერთგულ თანამშრომლებთან ითათბირეთ და დაგეგმეთ მომავალი. იყავით მეტად დისციპლინირებული. ზოგიერთს ფსიქოლოგთან ელის კონსულტაცია.
ქალწული
აკონტროლეთ კოლეგების მიერ შესრულებული საქმეები. დაასრულეთ პროექტები, რათა უქმეებზე ქალაქგარეთ დასვენება შეძლოთ. ახალ პარტნიორებთან მოერიდეთ დაპირისპირებას.
სასწორი
საქმიანი შეხვედრების, უფროსთან კონსულტაციების დღეა. იყავით მიზანმიმარეთული და თანმიმდევრული. ოფიციალურ შეხვედრებზე დაიცავით ეტიკეტი და რეგლამენტი.
მორიელი
მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას. კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და ოფიციალური შეხვედრებისთვის. დაიცავით პირადი ინფორმაცია თაღლითებისგან.
მშვილდოსანი
კონტროლეთ ემოციები და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შეიძლება მიიღოთ კომპენსაცია ან მემკვიდრეობა. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად, სწავლისთვის.
თხის რქა
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. ნუ ააგებთ ოცნების კოშკებს, ნუ ენდობით ახალგაცნობილებს. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
მერწყული
მეტი დრო დაუთმეთ რუტინული საქმეების მოგვარებას. დაკვირვება გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას, ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას. თანამშრომლებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ.
თევზები
თვალი მიადევნეთ ახალ ამბებს. შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმას მოკრათ ყური. კულტურული ღონისძიებები სიურპრიზების გარეშე არ ჩაივლის. მეუღლესთან გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა, თუ ერთად შეადგენთ სამომავლო გეგმას.