ავტორი:

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ივლისი, ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:37-ზე, მთვარე ტყუპშია

საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ; მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.

ვერძი: ვალდებულებებით დატვირთული დღე გელოდებათ. სამსახურის საქმეების პარალელურად უნდა მოაგვაროთ საოჯახო ვალდებულებები. საყვარელი ადამიანი რომანტიკული საჩუქრით გაანებივრეთ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ჭორებს.

კურო: შეიძლება ვერ მიიღოთ ის შედეგი, რასაც ელოდებოდით, მაგრამ ნუ განაწყენდებით, მომავალში უკეთესად წარიმართება მოვლენები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან და შვილებთან; უმჯობესია, თუ საღამოს ერთად და მხიარულად გაატარეთ.

ტყუპი: არ გირჩევთ უცხო მარშრუტების გავლას გამყოლის გარეშე. აგრეთვე მუშაობისას, გამოცდილი ადამიანის დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. საღამოს მეგობრებთან ერთად ჩაერთეთ ინტელექტუალურ-გასართობ თამაშში.

კირჩხიბი: სანამ ახლობლებს დახმარებას დაპირდებით, დაფიქრდით, ხომ არ დაზარალდება თქვენი საქმეები. უმჯობესია, მეტად იზრუნთ საკუთარ თავზე. თუ დრო გაქვთ, მოიცილეთ უსარგებლო ნივთები სახლშიც და სამსახურშიც, დაასრულეთ დაწყებული პროექტები.

ლომი: ახალი საქმეების დაწყებას დღეს ნუ იჩქარებთ. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. ეცადეთ ურთიერთობის აღდგენას იმ ადამიანთან, ვინც მომავალში გამოგადგებათ საქმეების მოგვარებაში. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ქალწული: ეცადეთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები, მიიღოთ სარგებელი მიმდინარე პროექტებისგან. საქმიანი შეხვედრების დროს ახალი იდეები დაგებადებათ, მაგრამ მათ განხორციელებას ნუ იჩქარებთ. საღამოს გაგიტაცებთ ინტელექტუალურ-გასართობი თამაშები.

სასწორი: მატერიალური საკითხები დაკვირვებით უნდა მოაგვაროთ. სასურველია, დღეს არ გააფორმოთ ხელშეკრულებები და არ აიღოთ საკუთარ თავზე ფინანსური ვალდებულება. საღამო მხიარულ, მეგობრულ გარემოში გაატარეთ.

მორიელი: ნდობა და ურთიერთპატივისცემა აუცილებელია საქმიან პარტნიორთან და სასიყვარულოსთანაც. ითანამშრომლეთ მხოლოდ სერიოზულ და სტაბილურ ადამიანებთან. თუ პიროვნება თქვენში ეჭვებს იწვევს, დიპლომატიურად გაეცალეთ.

მშვილდოსანი: დილიდან შეუდექით დაწყებული საქმეების მოგვარებას, უსარგებლო ნივთების მოცილებას. ახალი პროექტების დაწყებას ნუ იჩქარებთ და აგრეთვე ახალგაცნობილებს მეგობრებად ნუ მიიჩნევთ.

თხის რქა: ნუ გაეხვევით ჭორებში, ნუ აჰყვებით კამათში გარშემო მყოფებს; იმედგაცრუების მეტს ვერაფერს მიიღებთ. საკუთარი საქმეების პარალელურად ახლობლების ვალდებულებებიც თქვენ უნდა მოაგვაროთ, დაეხმაროთ მათ სირთულეების გადალახვაში.

მერწყული: ნუ განაახლებთ ძველ უსიამოვნებებს ახლობლებთან. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ მიტოვებული ვალდებულებების შესრულებას. სანამ სიტუაციაში კარგად არ გაერკვევით, ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს.

თევზები: დრო მხოლოდ აუცილებელ საქმეებს დაუთმეთ. იყავით დაკვირვებული დოკუმენტების გაფორმებისას, საქმიანი შეხვედრისას ყურადღებით მოისმინეთ თქვენი ვალდებულებები. საღამოს ღრუბლებში ფენას არ გირჩევთ, რჩევისთვის მცოდნე ადამიანს მიმართეთ.