25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 13:57-ზე, მთვარე სასწორშია

რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის, საქმეების გარჩევას. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან; ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. მიირთვით ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.

ვერძი

დღეს მოგიწევთ თქვენი გეგმების დროდადრო კორექტირება იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც დაავიწყდა, დააგვიანა, დრო არ ჰქონდა... ეს არაერთხელ გაგაბრაზებთ, მაგრამ შეეცადეთ თავი შეიკავოთ. სიტუაციის შეცვლას მაინც ვერ შეძლებთ, ურთიერთობის გარკვევა კი სამუშაო პროცესს კიდევ უფრო შეანელებს.

კურო

დღეს უნდა იცოდეთ ყველაფერი, რაც გარშემო ხდება - ნუ მოერიდებით კომუნიკაციას, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ ეს ადამიანი ვერაფერს გეტყვით საინტერესოს. დღეს, ჭორების მოსმენაშიც კი არის ძალიან სასარგებლო ინფორმაციის შეგროვების შანსი.

ტყუპი

დღეს შედარებით გაჯანსაღებული ხართ, მაგრამ შეასრულეთ მხოლოდ ის საქმე, რომელიც დიდ ენერგიას არ მოითხოვს. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, დასვენებას და გამოძინებას.

კირჩხიბი

დღეს თქვენი პროდუქტიულობა არ არის უმაღლეს დონეზე, ამიტომ თუ შესაძლებელია, ბევრი რამ არ დაგეგმოთ და კიდევ უკეთესი - დარჩით სახლში და დაისვენეთ. თუ საკუთარ თავს ძალით აიძულებთ იმუშაოთ, კარგი არაფერი გამოვა და ჯანმრთელობის გაუარესება დაგელოდებით.

ლომი

დღეს გირჩევთ, თავი აარიდონ მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან და ექსტრემალურ გართობას. ამ პერიოდის განმავლობაში, ტრავმის რისკი იზრდება, იყავით ფრთხილი და დაკვირვებული.

ქალწული

დღეს უნდა დაუკავშირდეთ გავლენიან ადამიანებს და თქვენი ამოცანაა კარგი შთაბეჭდილების მოახდინოთ მათზე. გამოიჩინეთ თავდაჯერებულობა, მაგრამ ამავე დროს იყავით უკიდურესად კორექტული და ისაუბრეთ მხოლოდ იმაზე, რაშიც დარწმუნებული ხართ.

სასწორი

მზარდი მთვარის ენერგიები თქვენში გააღვიძებს უჩვეულო ავტორიტარიზმს, ხელმძღვანელობის და სიტყვასიტყვით ყველაფერში ჩარევის სურვილს. არ გაგიკვირდეთ, თუ სხვები დაიწყებენ აქტიურ წინააღმდეგობას - ისინი ნამდვილად არ მოელიან თქვენგან ასეთ ტირანიას.

მორიელი

მშვენიერი დღეა სასიამოვნო შენაძენისთვის. საქმეებით არ დაიტვირთოთ, უმჯობესია, განიხილოთ ახალი საქმეები, მიმდინარე პროექტები. საღამოს კი ჯობია სტუმრად წახვიდე ან მეგობრები დაპატიჟოთ შინ.

მშვილდოსანი

არ გირჩევთ მეგობრის ან ნათესავის ფინანსურად დახმარებას; უფრო მეტიც, თავადაც ზომიერი უნდა იყოთ ფულის ფლანგვაში. ასჯერ დაფიქრდით და დაითვალეთ ყველაფერი სესხის აღებამდე, თორემ მალე ძალიან მჭიდროდ მოგიწევთ ქამრის შემოჭერა.

თხის რქა

დღეს მოგიწევთ იმ საქმეების შესრულებაც, რომლებიც არ გსიამოვნებთ ან გერთულებათ. გარდა ამისა, შეიძლება შეხვდეთ თქვენთვის უინტერესო ან არასასიამოვნო ადამიანებს და მათთან დილომატიურობის გამოვლენას გირჩევთ.

მერწყული

სამშაბათს აღმოაჩენთ, რომ დღეს დაგეგმილმა ზოგიერთმა საქმემ დაკარგა აქტუალობა და ან ვეღარ გააკეთებთ მას. ნუ იჩქარებთ რაიმე ახლის დაწყებას, გამოიყენეთ თავისუფალი დრო დასვენებისთვის.

თევზები

მოერიდეთ გადაღალს და ნუ ეცდებით ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებას. თუ ორ კურდღელს დაედევნებით, აუცილებლად დარჩებით ნადავლის გარეშე. დაასრულეთ დავალებები სათითაოდ, შემდეგ ყველაფერი გამოვა.