25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ნუ ჩაიკეტებთ საკუთარ თავში, მეტად გააქტიურდით, შეხვდით მეგობრებს, საღამოს წვეულებას, კულტურულ ღონიძიებას დაესწარით.

ტყუპი

საქმიანი პარტნიორების უყურადღებობის გამო შეიძლება საქმეები შეგიფერხდეთ, ამიტომ, მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოთ. გახსოვდეთ, რომ ყველა შანსი გაქვთ წარმატების მისაღწევად, მთავარია, ცოტა მეტი აქტიურობა.

კირჩხიბი

სამსახურის საქმეებისა და მოვალეობების გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. დღეს მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა და რაც მთავრია, ნუ აიღებთ ვალებს.

ლომი

მეტი ყურადღება გმართებთ კვების, წყლის მიმართ, გაუფრთხილდით კუჭს. განსაკუთრებით, თუ ქუჩაში გიწევთ ჭამა. კარგი დღეა ვარჯიშის დასაწყებად.

ქალწული

თუ კვირას კარგად ვერ დაისვენეთ, დღეს მუშაობაში ჩართვა გაგიჭირდებათ. მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. ხშირად გაანიავეთ ოთახი, საღამოს ბუნებაში გაისეირნეთ, დამამაშვიდებელი აბაზანა ან ბალახების ჩაი მიირთვით.

სასწორი

კარგი დღეა დაწყებული საქმეებს დასასრულებლად. თუ დაკვირვებულად და გაზრებულად იმოქმედებთ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. მოიმატებს თქვენი სექსუალურობა და ინტუიცია.

მორიელი

დღეს, თქვენდა გასაკვირად, მხიარული და სასიამოვნო თანამოსაუბრე იქნებით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მიხვდებით, რომ ახლობლებს ესმით თქვენი და გაფასებენ.

მშვილდოსანი

ახლობლები ყველა უსიამოვნებისგან დაგიცავენ. თავად კი ბოროტ და შურიან ადამიანებთან ურთიერთობას უნდა მოერიდოთ. ყური დაუგდეთ მეგობრების რჩევებს.

თხის რქა

კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად, რომლებიც დიდ შემოსავალს მოგიტანთ. აგრეთვე, სასურველია, გახვიდეთ საზოგადოებაში და ნუ მოგერიდებათ ყურადღების ცენტრში ყოფნა.

მერწყული

მეტად უნდა გააქტიურდეთ. განსაკუთრებით თუ დაბალ წნევას უჩივით. აგრეთვე კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, მაგრამ არა თვითნებურად, კონსულტაცია ექიმ-დიეტოლოგთან უნდა გაიაროთ.

თევზები

ისე კი ნუ მოიქცევით, როგორც სხვებს უნდათ, ან სხვებისთვის უკეთესია, არამედ ისე, როგორც თქვენ გირჩევნიათ. ზომიერი ეგოიზმი ამ შემთხვევაში სასარგებლოა.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით