25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო

სირთულეების მიუხედავად ეცადეთ, სისრულეში მოიყვანოთ ჩანაფიქრი. შეიძლება ტექნიკურ, იურიდიულ ან ორგანიზაციულ სირთულეებს შეეჯახოთ. ეცადეთ, არ მოკიდოთ ხელი იმ საქმეს, რომელიც თქვენს ჯანმრთლობას ავნებს.

ტყუპი

განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს საქმიანი კონტაქტები, სასიყვარულო კავშირი და შემოქმედებითი პროცესები. ბიზნესმენებს მეტი კომპრომისი მოგეთხოვებათ. საფრთხის ქვეშაა პროექტი, რომელიც მეგობრებთან ერთად დაიწყეთ.

კირჩხიბი

მოიკრიბეთ ძალები და დაძლიეთ ყველა ის სირთულე, რაც წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს. დღეს მხოლოდ იმათთან იკონტაქტეთ, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია. წარმატების მისაღწევად ძლიერი კომპანიონები გჭირდებათ.

ლომი

სირთულეების დაძლევის დღე გელით. შეიძლება რთული ტესტის ჩაბარება მოგიწიოთ. ეცადეთ, მოიხსნათ ვარდისფერი სათვალე და რეალურად შეხედოთ მოვლენებს. იყავით მეტად მობილიზებული. თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხართ, ნუ შეგეშინდებათ მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების.

ქალწული

ნუ გეპარებათ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობაში. თქვენ ყველა სირთულეს მარტივად დაძლევთ. შეიძლება აღმოაჩინოთ ფინანსური დანაკარგი. დასახმარებლად მხოლოდ გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ.

სასწორი

შეიძლება გარშემო მყოფების საქციელმა გაგაღიზიანოთ. ზოგიერთს ყველაფრის მიტოვება და ყველაფრის თავიდან დაწყება მოუნდება. დააფასეთ ოჯახური და პროფესიული ტრადიციები.

მორიელი

ურთიერთობებსა და მიმოსვლებისას სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან, ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას და უფრო მეტიც, არ გადააბაროთ მათ თქვენი მოვალეობები.

მშვილდოსანი

ნურავის ანდობთ თქვენს საფულეს, თქვენი ფინანსური საკითხების მოგვარებას. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ოჯახური საკითხები; მეტი დრო გაატარეთ მშობლების გვერდით.

თხის რქა

ემოციებს აყოლილმა შეიძლება ისევ გაიმეოროთ ძველი შეცდომები. გადაწყვეტილებების მიღებაში შეიძლება იურისტის რჩევა დაგჭირდეთ. მოიმატებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვა.

მერწყული

ორი საკითხი ითხოვს ყურადღებას - პროფესიონალური და ჯანმრთელობის. მათ გამო შეიძლება მსხვერპლის გაღებამაც მოგიწიოთ. უფროსებთან (ასაკითაც და თანამდებობითაც) ურთიერთობისას მეტი ტაქტი და დიპლომატია გმართებთ.

თევზები

მიზანი და გეგმა უნდა გქონდეთ. კარგი დღეა ვალების, გადასახდელების გადასახდელად. მეტი ყურადღება გმართებთ, როცა საქმე კრიმინალურ ისტორიას, სასამართლო დავას ეხება.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით