25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, სანამ დეტალებში არ გაერკვევით. მეტი თვითრეკლამა გაუწიეთ საკუთარ თავს.

ტყუპი

გაუფრთხილდით ბიუჯეტს, ფული ზომიერად ხარჯეთ. დღეს მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ. კარგი დღეა შეცდომების გამოსასწორებლად.

კირჩხიბი

ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. პირად ცხოვრებაში უსიამოვნებების გამო გაგიჭირდებათ საქმეების მოგვარება.

ლომი

მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს, ვალის აღებას. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე და გამოიძინეთ.

ქალწული

ახალ იდეებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. ისინი თანამოაზრეებს გაუმხილეთ და შეიძლება დიდი გადატრიალებაც მოახდინოთ.

სასწორი

დაკვირვებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ ხარჯს, დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას და კონფლიქტს ოჯახის წევრებთან.

მორიელი

ყველა წვრილმანზე ნუ ინერვიულებთ. ნუ ეცდებით ყველაფრის გაკონტროლებას. მეტად ენდეთ ადამიანებს და მეტად დაისვენეთ.

მშვილდოსანი

მუშაობის დაწყებამდე გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია. ნუ იქნებით ყველასთან გულახდილი. ამით შეიძლება თქვენმა მტრებმა ისარგებლონ და სერიოზულად დაგაზარალონ.

თხის რქა

თუ არსებული სიტუაცია არ მოგწონთ, მოგბეზრდათ ან რაიმე ახალი გსურთ, კარგი დღეა სამომავლო გეგმების დასაწყობად. აგრეთვე, ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების საუბარს. შეიძლება თქვენთვის საჭირო ინფორმაცია მიიღოთ.

მერწყული

დაისახეთ მიზანი და იმოქმედეთ მის მისაღწევად. ნუ გაართულებთ ურთიერთობას პარტნიორთან და მუშაობისას გადაამოწმეთ ყველა დეტალი.

თევზები

თუ ფინანსური საკითხები მოაგვარეთ, დროა საკუთარ თავზეც იფიქროთ. შეხვდით მეგობრებს, გამხიარულდით. თუ საშუალება გაქვთ, რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გაემგზავრეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით