კურო
ისეთ ადამიანებთან იქონიეთ ურთიერთობა, ვინც გულითადად მოგისმენთ და დაგარიგებთ. ვალდებულებებს კი ვერსად გაექცევით.
ტყუპი
იყავით ალალი როგორც გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას, ისე მუშაობისას. ისე იმოქმედეთ, რომ "კუდები" და "ვალები" არ დაგრჩეთ.
კირჩხიბი
მცირე უსიამოვნებებს მარტივად გაუმკლავდებით და ახლობლების შექებას დაიმსახურებთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად.
ლომი
ზოგიერთი სამსახურის, ბინის შეცვლაზე დაფიქრდება. მაგრამ ნუ აჩქარდებით, იქ დარჩით, სადაც გაფასებენ, უყვარხართ.
ქალწული
მცირე უსიამოვნებებს სწრაფად გაუმკლავდებით. ნუ ენდობით სხვის დაპირებებს. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს.
სასწორი
შეხედულებები და ღირებულებები შეგეცვლებათ. ისეთ ხალხთან იკონტაქტეთ, ვინც არ დაგაზარალებთ არც მორალურად, არც მატერიალურად.
მორიელი
ნუ განმარტოვდებით, საოჯახო ვალდებულებებს მარტო ნუ შეეჭიდებით. არავის გაუწყრეთ, თავის შეცდომას ყველა თავად მიხვდება.
მშვილდოსანი
კარგი დღეა ცოდნის, გამოცდილების მისაღებად. მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. რჩევა კომპეტენტურ ადამიანებს ჰკითხეთ.
თხის რქა
დღეს ისეთი რაღაცების სწავლა და გაკეთება მოგიწევთ, რაც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
მერწყული
მეტი თვითრეკლამა გაუკეთეთ საკუთარ თავს, შესაძლებლობებს. იყავით მოსიყვარულე ოჯახის წევრებისადმი.
თევზები
კარგი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ნათესავებთან. საღამოს შინ უმასპინძლეთ, იმხიარულეთ.