25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მოულოდნელობებისა და შეხვედრების დღეა. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი საქმეების გაუმჯობესებას. დაარეგულირეთ პარტნიორული ურთიერთობები.

ტყუპი

ახალ მეგობრულ კავშირებთან სიფრთხილე გმართებთ. გამონახეთ დრო მსუბუქი ვარჯიშებისთვის. საღამოს იყავით მეტად პრაქტიკული, ნუ დაფრინავთ ღრუბლებში.

კირჩხიბი

თუ ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ არ გამოდის, ნუ განაწყენდებით, მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. დაარეგულირეთ პარტნიორული და მეგობრული კავშირები.

ლომი

შეინარჩუნეთ ოპტიმისტური და მშვიდი განწყობა. შეიძლება გარშემო მყოფების შევიწროების ან აკრძალვების გამო ვერ აისრულოთ სასურველი.

ქალწული

დილა მშვიდ საქმეებს დაუთმეთ, მეტად დაისვენეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საღამოს მეტად გამოავლინეთ რომანტიზმი.

სასწორი

მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას, დააკვირდით მოვლენებს. მოერიდეთ პარტნიორთან კამათს ფინანსების ან ეჭვიანობის გამო.

მორიელი

დილის საათები ყოველდღიურ საქმეებს დაუთმეთ. გაიუმჯობესეთ განწყობა, დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ.

მშვილდოსანი

საქმეები დილითვე მოაგვარეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას ოცნებების გამო. იყავით მეტად პრაქტიკული.

თხის რქა

დილა დასვენებას, მონოტონური საქმეების შესრულებას დაუთმეთ. იმოქმედეთ აუჩქარებლად, დაკვირვებულად. აკონტროლეთ სიტუაცია, მაგრამ მოთოკეთ გრძნობები.

მერწყული

დილა ურთიერთობას, საინტერესო ადამიანებთან საუბარს დაუთმეთ. მოერიდეთ დაპირისპირებას მშობლებთან. შეიძლება ძველ ნივთებთან მუშაობამ უსიამოვნებები მოგიტანოთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

თევზები

ყოველდღიური, წვრილ-წვრილი, უკვე ნაცნობი საქმეები მოაგვარეთ. მგზავრობისას ნაცნობი გზა აირჩიეთ. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით