კვირის ასპექტები იძლევა ენერგიის მოზღვავებას, რაც უფრო გამძლესა და გადამწყვეტს გაგხდით. ხელსაყრელი პერიოდია სპორტის, აქტიური დასვენებისა და ფიზიკური აქტივობისთვის. დაბალანსებული მიდგომით და თვითკონტროლით, შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას საქმეებში. ნებისმიერი ქმედება, რომელიც მოითხოვს გამბედაობას ან მონდომებას, უფრო ადვილი იქნება. ეს ეხება როგორც კარიერას, ასევე პირად ურთიერთობებს. შესაძლებელია კომპლექსური პროექტების დაჩქარება ან წარმატებით დასრულება.
რთული კვირაა, მაგრამ უსაქმოდ ჯდომა ნამდვილად არ ღირს. ფინანსური საკითხებისა და მატერიალური ბაზის გაძლიერების დროა. აქტიურობა მიმართული უნდა იყოს კრიზისული სიტუაციების გადაჭრისკენ. იმოქმედეთ გაბედულად, მაგრამ გააზრებულად. დილაობით ზომიერი ვარჯიში ხელს შეუწყობს თქვენი ენერგიის ნაკადის დაბალანსებას. უპირატესობა მიანიჭეთ სტრატეგიულ დაგეგმვას და შეეცადეთ იპოვოთ ბალანსი იმპულსურობასა და ლოგიკას შორის. მოერიდეთ ზედმეტ ექსტრავაგანტურობას. ახლა ძვირად ღირებული ნივთების შესყიდვების დრო არ არის.
კვირის დასაწყისში კონცენტრირდით კარიერულ ამოცანებზე, პარასკევიდან კი გადადით პირად საქმეებზე. იყავით ღია კომუნიკაციისა და სწავლისთვის. კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისა და ხანმოკლე მოგზაურობისთვის. მაგრამ მოერიდეთ სერიოზულ კამათს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, განსაკუთრებით თუ საქმე ფულსა და ძალაუფლებას ეხება. კვირის მეორე ნახევარში რომანტიკისა და ფლირტის დროა. ეცადეთ, ერთი საღამო მაინც გაატაროთ საყვარელ ადამიანთან ერთად ან ჩაერთოთ საერთო შემოქმედებით საქმიანობაში.
ენერგიით ხართ სავსე, მაგრამ ნუ გათამამდებით, არ გადააჭარბოთ თქვენს ძალებს. ზოგიერთს შეგექმნებათ შიდა კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია ძველი ტრავმების გადამუშავებასთან, წყენასა და შეზღუდვებისგან თავის დაღწევის სურვილთან. ეს არის ძლიერი პიროვნული ტრანსფორმაციის პერიოდი. სამშაბათს იზრუნეთ ფინანსებზე, პარასკევს კი - პროექტებზე. უმჯობესია კვირა დაუთმოთ სახლის საქმეებს და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას. გამოიყენეთ კვირის ენერგია, რათა გათავისუფლდეთ არასაჭირო ნივთებისგან. არაფრისმომცემი კავშირებისა და საქმეებისგან.
ყურადღების ცენტრში ხართ, მაგრამ სხვებთან ურთიერთობა იოლი არ იქნება. ნაკლებად მიდრეკილი ხართ კომპრომისზე, მაგრამ სამართლიანობის მიღწევის სურვილი გაიზრდება. მოახდინეთ ფოკუსირება სწავლასა და განვითარებაზე; პირადი მიზნების განხორციელებაზე. მოერიდეთ ღია კონფლიქტებს. ორშაბათს ახალი პროექტების განხილვა კარგი იქნება. ხუთშაბათი სიფრთხილე გმართებთ მოლაპარაკებებში, განსაკუთრებით უცხოელებთან. შაბათ-კვირა შესაფერისია დასვენებისთვის, გამოჯანმრთელებისა და ოჯახური კავშირების განმტკიცებისთვის.
ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ეძებეთ კონსტრუქციული გადაწყვეტილებები. კონცენტრირება მოახდინეთ ტრანსფორმაციასა და ცვლილებაზე, მაგრამ მოქმედებებში სიფრთხილე არ დაგაზარალებთ. დაძაბულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია იყოთ დეტალებისადმი ყურადღებიანი, განსაკუთრებით ტექნიკასთან მუშაობისას. უნდა შეძლოთ ენერგიების მართვა.
იყავით აქტიური და პროდუქტიული. ეს კვირა იოლი არ არის, მაგრამ თუ დაკვირვებით და პასუხისმგებლობით იმუშავეთ, მაშინ იღბალი ყურადღებას მოგაქცევთ. შეძლებთ მოულოდნელი ბონუსის მიღებას, კარიერის წინსვლას ან მომგებიანი კონტრაქტის დადებას. განახლდება ინტერესი პროექტებისა და იდეების მიმართ, რომლებიც ადრე გადაიდო სხვადასხვა მიზეზის გამო. გექნებათ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან.
გუნდში მოსალოდნელია კონფლიქტები, სხვებს ნუ გაწირავთ საკუთარი თავისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის გამო. თუ ბიზნესში გაურკვევლობისა და რუტინული პრობლემების პერიოდია, იყავით მომთმენი, გადადგით გონივრული ნაბიჯები და დაჯილდოვდებით. სასურველია, გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვოთ. ამგვარად დიდი ხნით დაიზღვევთ თავს პრობლემებისგან. ბიზნესში ადრე ჩადებული ფული მოგებას მოგიტანთ.
შემოქმედებითი იდეების განხორციელება დაგეხმარებათ ფულის გამომუშავებაში. იპოვით კრეატიულ გადაწყვეტილებას სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად. არის შანსი, რომ ძველი ვალი დაიბრუნოთ. პირად ცხოვრებაში ოჯახური სიმშვიდე და ჰარმონიაა, ყოველ შემთხვევაში, მეუღლეები კამათისა და ჩხუბის გარეშე იცხოვრებთ. შესაძლებელია მცირე გაუგებრობები ბავშვებთან, რომლებიც შეიძლება თქვენგან განსხვავებულად აზროვნებენ. ეცადეთ, ბავშვების ასაკის გათვალისწინებით იმოქმედოთ, იყოთ მეგობრული და ყურადღებიანი მათ მიმართ და დაეხმაროთ.
შეიძლება მოგიწიოთ ძველ პრობლემებთან მიბრუნებამ, ეცადეთ საბოლოოდ მოაგვაროთ ისინი. ახლა კარგია დაწყებული საქმეების დასრულება, ახლების დაწყებას არ გირჩევთ, სანამ მზე თქვენს ნიშანში არ გადმოვა. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. მოიშორეთ შიშები, რის გამოც ხელი გეშლებათ პირადი ცხოვრების მოგვარებაში. კარგი პერიოდია შეყვარებულებისთვის, შესაძლებელია ყოფილი პარტნიორი დაგიბრუნდეთ ან ახალი რომანი სწრაფად განვითარდეს. ნუ იქნებით მუდამ ძალიან სერიოზული, ხანდახან მაინც გაერთეთ.
კვირის ასპექტები შეგმატებთ სტაბილურობასა და თავდაჯერებულობას. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. მუშაობა მოითხოვს ყურადღებას და დაკვირვებას. ფოკუსირება მოახდინეთ ახალ კავშირებსა და იდეებზე. შაბათ-კვირამდე დრო დაუთმეთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დასამყარებლად. პერიოდი ხელსაყრელია სასიყვარულო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. სამშაბათი და პარასკევი საუკეთესო დღეებია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. შაბათი რომანტიკულ განწყობას მოგიტანთ. იზრუნეთ სახლზე და ემოციურ სტაბილურობაზე.
ეს ძალიან ნაყოფიერი კვირაა თქვენთვის. რა თქმა უნდა, არის სირთულეები, მაგრამ თქვენი ძალისხმევის წყალობით, იოლად გადალახავთ მათ. ყოველდღიური რუტინა ძალიან დატვირთული გექმნებათ, მაგრამ ამის გარეშე მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია. თუმცა, შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვისაც დაგრჩებათ დრო. სერიოზული ცვლილებების პერიოდი მოდის და სასურველია, დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. გელით ახალი საინტერესო პროექტები, ტრენინგები, კვალიფიკაციის ამაღლება და მომგებიანი სამუშაო შემოთავაზებები.