კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისა და ვაჭრობისთვის.
ამ დღეს შეიძლება "მეგობრობის დღე" ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა.
კარგია მგზავრობა (მაგრამ მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტით), მივლინება; საქმიანობის შეცვლა.
მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ.
კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად.
ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება სასარგებლოა.
თმის შეჭრა სილამაზესა და კეთილდღეობას შეგმატებთ.
ამ დღეს დაბადებული ბავშვი შრომისმოყვარე და თავშეკავებული იქნება.
კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
ამ დღის ქვებია: ობსიდიანი, ცირკონი და ავანტიურინი.
მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 22:13
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე ტყუპში
მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე.
ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. "მოწევის ადგილებს". გაანიავეთ ოთახი.
აგრეთვე შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.
მსუბუქად იკვებეთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, მწვანილით.