კურო
კარგი დღეა საოჯახო ნივთებისა და წვრილი ტექნიკის შესაძენად. დღეს საინტერესო წინადადებებს შემოგთავაზებენ.
ტყუპი
დღეს ისეთ ადგილებში შეგიშვებენ და ისეთ ინფორმაციებს შეიტყობთ, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით. გაფრთხილდით, ხუმრობა–ხუმრობაში ახლობლებს ისეთი რაღაც არ უთხრათ, რაც გულს ატკენთ.
კირჩხიბი
დაინტერესდით გარშემო მყოფთა პრობლემებით; დაწვრილებით შეისწავლეთ საქმის ვითარება. კარგი დღეა შეხვედრებისა და სამომავლო გეგმების დასამუშავებლად.
ლომი
კარგი დღეა შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და სპორტული შეჯიბრებებისთვის. კარგად მოირგებთ მენეჯერის, სარეკლამო აგენტისა და კონსულტანტის როლსაც.
ქალწული
გახსოვდეთ, დიდი გამარჯვება წვრილ–წვრილი წარმატებებისგან შედგება. ადამიანებთან ურთიერთობისას მეტად ლაღი და გახსნილი უნდა იყოთ.
სასწორი
კარგი დღეა სწავლისთვის. დოკუმენტების მოსაგვარებლად, მგზავრობისა და მოგზაურობის დასაგეგმად.
მორიელი
დღეს ის დღეა, როცა სხვების აზრი უნდა მოისმინოთ და თქვენთვის გაანალიზოთ. ახალი იდეები არავის გაუმხილოთ, მხოლოდ მცირე საქმეებისთვის დაიხმარეთ გარშემო მყოფები.
მშვილდოსანი
გავლენიანი მეგობრების წყალობით ყველა დაბრკოლებას უპრობლემოდ გადალახავთ. დახმარება შეიძლება დიდი ხნის უნახავმა მეგობრებმა გაგიწიონ, რომლებთანაც ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებთ.
თხის რქა
გადახედეთ სამსახურებრივ კორსპონდენციას, დაგეგმეთ შეხვედრები და მოლაპარაკებები. რთულ საქმეებს მარტივად მოაგვარებთ, თუ საკითხებს კომპეტენტურ პირებთან ერთად ჩაუღრმავდებით. ზოგიერთები ექიმთანაც მოასწრებთ ჩაწერას.
მერწყული
გაგიუმჯობესდება ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით ბიზნესპარტნიორებთან.
თევზები
სასიამოვნო საუბრები (ოღონდ ნუ ეცდებით მოსაუბრეს საიდუმლოებები დასტყუოთ), საოჯახო საქმეები, ექიმთან კონსულტაცია – აი, იმ გეგმის მცირე ჩამონათვალი, რაც დღეს უნდა შეასრულოთ.