კურო
დღეს შეიძლება ძველ შეყვარებულს, ყოფილ მეუღლეს შეხვდეთ და მასთან ახალი გრძნობა გაგიჩნდეთ; აგრეთვე მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა საწინააღმდეგო სქესთან, რომანი და ვნება.
ტყუპი
კარგი დღეა კულტურული და ისტორიული ადგილების მოსანახულებლად. მედიტაციის, სასულიერო და ეზოთერიკული საქმიანობისთვის.
კირჩხიბი
დღეს სხვათა საქმეების მოგვარება მოგიწევთ, რის გამოც ან საკუთარი მუშაობის გრაფიკი შეგეცვლებათ, ან დღის, ჭამისა და ძილის რეჟიმი.
ლომი
კარგი დღეა ახალი იდეებისა და პროექტების განსახილველად. მათი განხორციელება კი მომავალი კვირიდან დაიწყეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
ქალწული
მეტი მზრუნველობა და ნაკლები კრიტიკა გმართებთ ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ. აგრეთვე, ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს.
სასწორი
დაიცავით საკუთარი ინტერესები, მაგრამ ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით ხელმძღვანელ პირებთან.
მორიელი
დღეს რისკი და თავგადასავლები გაგიტაცებთ. გამორიცხული არაა, აზარტულ საქმიანობაში, თამაშებში ჩაერთოთ. ან სპორტის ექსტრემალურ სახეობებში მიიღოთ მონაწილეობა.
მშვილდოსანი
კარგი დღეა საზღვარგარეთელ კოლეგებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. აგრეთვე, უცხოელებთან ხელშეკრულების გასაფორმებლად, უცხოური საქონლის შესაძენად.
თხის რქა
დღეს მეგობრები რჩევითაც დაგეხმარებიან და მატერიალურადაც. მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
მერწყული
საინტერესო და პერსპექტიულ წინადადებებს მიიღებთ. ყურადღებით განიხილეთ და ისეთი ადამიანები შეარჩიეთ, ვისთანაც მუშაობა გაგიადვილდებათ.
თევზები
კარგი დღეა საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობის წარმოსაჩენად. აგრეთვე, - ორატორული საქმიანობისთვის, თქვენი აუდიტორია ყურადღებით მოგისმენთ. უფროსთან შეგიძლიათ საკუთარ იდეებსა და გეგმებზეც ისაუბროთ.