შაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 11:10-ზე, მთვარე კუროშია
მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის; სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შესაცვლელად. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
ვერძი
გამოავლინეთ ლიდერული თვისებები და გადადგით ნაბიჯი წინ კარიერაში. ნუ შეეცდებით რთული საკითხების გადაჭრას ნებისმიერ ფასად: თუ საქმეები არ მიდის, ე.ი. ჯერ არ დადგა მისი დრო.
კურო
ნაყოფიერი დღეა. ყველაფერი კარგად მიგდით. თქვენთვის ადვილი და სასიამოვნოა მუშაობა და მოვალეობის შესრულება. მცირე პრობლემები სწრაფად გადაწყდება. კარგია საოჯახო საქმეების შესრულება.
ტყუპი
თავს ენერგიულად იგრძნობთ. მოაწესრიგეთ საქმეები, იზრუნეთ ყოველდღიურ საკითხებზე: ეს მოგიტანთ კმაყოფილებას და კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას. საღამოს შესაძლებელია მნიშვნელოვანი შეხვედრა.
კირჩხიბი
დღეს მიღებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენს სასარგებლოდ. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ გეგმები ან მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. იფიქრეთ შეცდომებზე, დაისახეთ პრიორიტეტები.
ლომი
სასარგებლო იქნება თქვენი ფინანსების შემოწმება, ბიუჯეტის შედგენა. დროა შეამციროთ ხარჯები. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, გარეგნობას და საჭიროებებს. საღამოს შეგიძლიათ დაისვენოთ სახლში.
ქალწული
წარმატებული და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. ყველაფერში წარმატებას მიაღწევთ. პარტნიორები მომგებიან გარიგებებს გთავაზობენ, პირად ურთიერთობებში კი ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. გამონახეთ დრო დასვენებისა და გამოჯანმრთელებისთვის.
სასწორი
ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი გააკეთოთ დღეს: ენერგია საკმარისად გაქვთ და მზად ხართ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად. გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენეთ სხვისი გამოცდილება, სთხოვეთ რჩევა გამოცდილ ადამიანებს.
მორიელი
დღეს ნახავთ, სად არის თქვენს პროფესიულ საქმიანობაში სისუსტეები. არ ჩაერთოთ კრიტიკაში, უმჯობესია დაიწყოთ შეცდომების გამოსწორება. ებრძოლეთ სიზარმაცის შემოტევებს.
მშვილდოსანი
დღეს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დეტალებსა და წვრილმანებზე, რადგან გადამწყვეტ გავლენას მოახდენენ მოვლენებზე. კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რასაც აკეთებთ. საღამოს ეცადეთ კარგად დაისვენოთ, გამოიძინოთ.
თხის რქა
ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ. მთავარია, მათი შემჩნევა და სწორად გამოყენება შეძლოთ. თქვენს აზრს მოისმენენ და მხარსაც დაუჭერენ, ამიტომ ნუ მოგერიდებათ შესთავაზოთ თქვენი მოსაზრებები. უმჯობესია იმუშაოთ თქვენთვის მოსახერხებელი ტემპით, აჩქარებამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ.
მერწყული
თქვენს ცხოვრებაში იწყება ცვლილებები, რომელთა მიღებაც ბევრ მერწყულს არ სურს. ეს არ თქვენი დაარღვევს ცხოვრების რიტმს, მაგრამ მოგცემთ შესაძლებლობებს გაიუმჯობესოთ კარიერა თუ ურთიერთობები.
თევზები
ეცადეთ ყველა საქმე და პროექტი დროულად დაასრულოთ, სანამ დაგროვილ ვალდებულებებს არ გაუმკლავდებით ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. დღეს გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღოთ. საღამო სასიამოვნო გარემოში, მხიარულად გაატარეთ.