კურო
დღეს ცოტა ხნით მოწყდით ფინანსებსა და სამსახურზე ფიქრს და პირადი ცხოვრების მოწყობით დაკავდით. ყველა შანსი გაქვთ საიმისოდ, რომ გააუმჯობესოთ არსებული ურთიერთობა ან ახალ სიყვარულს შეხვდეთ. ამისათვის კი რომანტიკული განწყობის შენარჩუნებაა საჭირო.
ტყუპი
ნუ დაუჯერებთ გარშემო მყოფებს, რომლებიც "ოქროს გორებს" გპირდებიან. მხოლოდ საკუთარ ძალისხმევით შეძლებთ წარმატების მოპოვებას. კარგად გაანალიზეთ ის ინფორმაცია, რომელსაც დღის განმავლობაში მოგაწვდიან.
კირჩხიბი
გამორიცხული არაა რომ კონკურენტები გააქტიურდნენ და წარმატებაში ხელი შეგიშალონ. ან გარშემო მყოფებმა საკუთარი ინტერესებისთვის გამოგიყენონ. მაგრამ თუ გამოცდილი და ერთგული კოლეგებისა და მეგობრების იმედად იქნებით, არაფერი გემუქრებათ.
ლომი
თავგადასავალი რომანტიკული ელფერით უამრავ სასიამოვნო განცდას შეგმატებთ. უარს ნუ იტყვით მასზე, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სიტუაციიდან თავის დაძვრენას ყოველთვის მოახერხებთ.
ქალწული
დღე თქვენგან რთული დავალებების შესრულებას მოითხოვს, თანაც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, – სამსახური, ოჯახი, სიყვარული. ძალიან რომ არ გადაიღალოთ, ეცადეთ, შეძლებისდაგვარად სხვებსაც გადაუნაწილოთ საქმე.
სასწორი
თუ საყვარელ ადამიანთან კამათი არ გსურთ (ამის რეალური შანსი არსებობს), მაქსიმალურად, ნებისმიერი წვრილმანის გამო შეაქეთ იგი. და უკვე საღამოს, თქვენი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და თავადაც უამრავი სასამოვნო მომენტი გელით.
მორიელი
გაფრთხილდით, დღის განმავლობაში სტრესული მომენტებია მოსალოდნელი და ეცადეთ, არ დაიბნეთ. რაც უფრო კარგად გაართმევთ თავს რთულ სიტუაციებს, მით უკეთეს რეპუტაციას შეიქმნით.
მშვილდოსანი
დღეს რთული არჩევანის წინაშე დადგებით. ერთი და სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. სასურველია, კარგად, ობიექტურად აწონ–დაწონოთ საკუთარი შესაძლებლობები. ადეკვატური თვითშეფასება ის ჯადოსნური გასაღებია, რომელსაც ყველა კარის გაღება შეუძლია.
თხის რქა
ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, საყვარელ ადამიანთან ერთად მოაგვარეთ ყველა ცხოვრებისეული საკითხი, მაგრამ არ იკამათოთ, დიპლომატიურად იმოქმედეთ.
მერწყული
მოემზადეთ, დღეს უამრავი საქმის შესრულება მოგიწევთ, რაც უამრავ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ეცადეთ დილითვე შეადგინოთ სამოქმედო გეგმა, რათა არაფერი გამოგრჩეთ და ყველაფერი მოასწროთ. დროებით პირადი საკითხები გვერდით უნდა გადადოთ.
თევზები
კარგი დღეა სასურველი ნივთების შესაძენად. ფულს ნუ დაინანებთ იმაში, რის ყიდვასაც დიდი ხანი ოცნებობდით.