26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 18:44-ზე, მთვარე თხის რქაში იქნება 16:58- დან

დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი. კარგი დღეა სამიწათმოქმედო სამუშაოსთვის. შინაურ ცხოველებთან კონტაქტი. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით.

ვერძი

შესაძლოა გახდეთ რაიმე მსხვილი ბიზნეს წამოწყების ინიციატორი. არ არის გამორიცხული, გამართოთ პერსონალური შემოქმედებითი პროექტების პრეზენტაცია. დღეს ყველაფერი კარგად წავა. ყველაფერი ჩაფიქრებული - მოგზაურობიდან დაწყებული, სახლის ყიდვით დამთავრებული.

კურო

თუ გაქვთ აგარაკი ან მეგობრებთან ერთად ბუნებაში წასვლის შესაძლებლობა, ეს მომენტი არ უნდა გაუშვათ ხელიდან. დილით ჩაალაგეთ ჩანთა და იყიდეთ ყველაფერი რაც გჭირდება. ხოლო თუ მუშაობა გიწევთ, მაშინ არ დაგავიწყდეთ პერიოდულად შესვენება. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას.

ტყუპი

ეს დღე იქნება ბედის ნამდვილი საჩუქარი. თუ არ ხართ ზარმაცი, შეგიძლიათ მიიღოთ წარმატება, აღიარება და შეთავაზებები. პირად ცხოვრებაში ყველაფერი პირიქით გამოვა. აქ უნდა იყოთ მშვიდი და თუნდაც ინფანტილური, რათა მიაღწიოთ პარტნიორთან ჰარმონიას.

კირჩხიბი

გირჩევთ, ნაკლები იფიქროთ შემოსავალზე და დრო დაუთმოთ სულიერ გამდიდრებას. თქვენ თვითონ გესმით, რომ მერკანტილური ინტერესები სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა სასეირნოდ, იმ ადგილების მოსანახულებად, სადაც კომფორტული და თბილი გარემოა.

ლომი

უნდა უფრთხილდეთ ბოროტ ადამიანებს. ეცადეთ, არავის გაანდოთ თქვენი იდეები, მით უმეტეს თუ სამოგზაუროდ მიდიხართ. კარგი დღეა ბაღში და ბოსტანში სამუშაოდ. მიიღებთ დადებითი ენერგიის მძლავრ მუხტს.

ქალწული

დღეს ახლობლებთანაც კი ფრთხილად უნდა იყოთ. ჩხუბის მიზეზი უთანხმოება იქნება. ყველა ცოდვაში თქვენს დაგადანაშაულებენ. ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ღირსეულად გაუძლებთ. იურიდიული საკითხი თქვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება.

სასწორი

ჯობია ჯანმრთელობის გაძლიერებაზე იფიქროთ და არა ფინანსურ მდგომარეობაზე. ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პრიორიტეტებზე. არ არის გამორიცხული, ბიზნესმენებს დაგჭირდეთ ისეთი ადამიანის დახმარება, რომელსაც თვალდახუჭული ენდობით. ფულზე არ ინერვიულო.

მორიელი

ჩაერთვებით რაღაც უცნაურ ამბავში, დღის განმავლობაში მოგიწევთ მოლაპარაკებაში ჩართვა. შესაძლებელია ახალი პროექტების განხილვა, მაგრამ ჯერ არ ღირს მათი დაწყება. განიხილეთ მხოლოდ განხორციელების პირობები და მეთოდები.

მშვილდოსანი

მთავარია, დღეს არაფერში შეგეპაროთ ეჭვი, ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ, ადამიანებიც. იყავით უფრო აქტიური, თუ გსურთ მიაღწიოთ იმ თანამდებობას, რომელიც მოგწონთ. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ფინანსურ პრობლემებზე, ისინი მოგვიანებით მოგვარდება.

თხის რქა

დღეს იმდენი სიყვარული და სიკეთე გექნებათ, რომ არ იცით ვის გაუზიაროთ. ბედი მინიშნებას მოგცემთ. უცნობი ადამიანის ზოგიერთი ნიშანი ან სიტყვა შეიძლება იყოს მინიშნება. არ არის გამორიცხული ბავშვებთან ურთიერთობაში პრობლემები.

მერწყული

დღეს ცოტა უფრო მკაცრი იყოთ საკუთარ თავთან. თუ გრძნობთ, რომ ცდებით და დაუფიქრებლად ხარჯავთ ფულს, შეჩერდით. იღბალს შეუძლია ზურგი აქციოს მათ, ვინც ახალ სამუშაოს ეძებს. მოგვიანებით თქვენ ნახავთ რაიმე საინტერესოსა და სასარგებლოს თქვენთვის.

თევზები

სახლის ინტერიერის გაუმჯობესებაში ხელს არავინ შეგიშლით. მაგრამ დამწყებებს შეიძლება დიზაინერის დახმარება დაგჭირდეთ. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, რომანტიული გაცნობისა და ფლირტისთვის. ნუ გადაიტანთ თქვენს პასუხისმგებლობას... ნათესავების მყიფე მხრებზე.