კურო
კარგი დღეა ახალი საქმიანობის შესასწავლად. ცოდნის გარშემო მყოფებისთვის გასაზიარებლად. ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.
ტყუპი
სიტუაცია შეიძლება მომენტალურად შეიცვალოს. ამიტომ, ნურაფერს დაგეგმავთ და სიტუაციის შესაფერისად იმოქმედეთ. დეტალების მიმართ დაკვირვებული და ყურადღებიანი უნდა იყოთ.
კირჩხიბი
საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. ნუ გაგიკვირდებათ თუ დღეს გარშემო მყოფები დახმარებისთვის მოგმართავენ.
ლომი
რთული და საქმეებით დატვირთული დღე გელით. მაქსიმალურად დაკვირვებულად უნდა იმოქმედოთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია.
ქალწული
დაფიქრდით, რისი მიღწევა გსურთ და ვისი ხილვა - თქვენ გვერდით, კარგად გაანალიზეთ საკუთარი შესაძლებლობები, ეცადეთ მინუსები პლუსებად აქციოთ და ამოქმედდით.
სასწორი
წარმატებული დღე გელით, ყველა საქმეს, რომელსაც ხელს მოკიდებთ, წარმატებით დაასრულებთ და მარტო მეგობრებისა და თანამოაზრეების კი არა, კონკურენტების შექებასაც დაიმსახურებთ.
მორიელი
საკუთარი სურვილების ასასრულებლად მიზანდასახულად და ჯიუტად უნდა იმოქმედოთ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ კონკურენტების ”რჩევებს” მათ თქვენი გზიდან ჩამოშორება სურთ.
მშვილდოსანი
დღეს გაგიჭირდებათ კოლეგებთან და პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა. ამიტომ, სასურველია საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვა დღისთვის გადადოთ.
თხის რქა
ეცადეთ ობიექტურად შეაფასოთ თქვენ გარშემო მომხდარი მოვლენები და ადამიანები. კარგად დაფიქრდით, სანამ საკუთარ წარუმატებლობაში სხვებს დაადანაშაულებთ.
მერწყული
მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებსა და კომპანიებს. საკუთარი იდეები არავის გაუმხილოთ. უმჯობესია, დრო ოჯახის წევრებთან, საყვარელი ადამიანის გვერდით გაატაროთ.
თევზები
კარგი დღეა გარდერობისა და ინტერიერის გასაახლებლად. მეტი ყურადღება დაუთმეთ გარეგნობასა და ბინის მოწყობას. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.