26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დილა დასვენებას, მშვიდობიან საქმიანობას დაუთმეთ. შუადღის შემდეგ დაიწყეთ შეცდომების გამოსწორება. აქტიური ქმედებები.

ტყუპი

მშვიდად განაგრძეთ მუშაობა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ წინ არ მიიწევთ, მაგრამ ეს ასე არაა. უკვე საღამოს დარწმუნებით, როცა შედეგს მიიღებთ. სხვათა შორის, დღეს შესრულებული სამუშაოსთვის მომავალშიც კარგ შედეგს მიიღებთ.

კირჩხიბი

დილა სახლში კომფორტის შექმნასა და საკუთარი თავის გალამაზებას დაუთმეთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის. დღის განმავლობაში შეიძლება მოულოდნელად მოგიწიოთ სამსახურის საქმეების მოგვარებამ. მაგრამ ძალიან ნუ გადაიღლებით.

ლომი

ენერგიული ხართ და ახალი საქმეების დაწყება–შესრულება არ გაგიჭირდებათ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფთა რჩევებს და ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ შეასრულეთ.

ქალწული

თუ ყოველდღიურობამ დაგღალათ და ცვლილებებისთვის მზად ხართ, ნუღარ დააყოვნებთ ამოქმედდით ცხოვრების გასახალისებლად. დღის განმავლობაში სიფრთხილე გმართებთ მეკიმანეტებთან, ელექტრონივთებთან და ნუ იქნებით ზედმეტად აზარტული.

სასწორი

დღის პირველი ნახევარი შეგიძლიათ სურვილისამებრ გაატაროთ, მაგრამ უკვე შუადღისკენ გარშემო მყოფებისა და პარტნიორის მხრიდან მოიმატებს პრეტენზიულობა თქვენი მისამართით. განსაკუთრებით დაძაბულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან სექტემბრის სასწორები. აკონტროლეთ საკუთარი თავი; მოერიდეთ უხეშ ქმედებებსა და სიტყვებს.

მორიელი

მშვიდი დილა გელით, მაგრამ შუადღისთვის მოსალოდნელია მოულოდნელი შეფერხებები. ეცადეთ, მაქსიმალურად მობილიზებულად იმოქმედოთ. გაფრთხილდით, რათა სიჩქარეშე რამე არ გამოგრჩეთ, დაგრჩეთ. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, ტრანსპორტში.

მშვილდოსანი

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, აზარტული გახდებით და ნებისმიერ საკითხს შემოქმედებითად მიუდგებით. ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ ფულთან მიმართებაში; მოერიდოთ სარისკო ქმედებებს. გაუფრთხილდეთ პირად და კოლეგიალურ ურთიერთობებს.

თხის რქა

მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, შეფერხებები, მაგრამ ამის გამო ჯავრს გარშემო მყოფებზე ნუ იყრით. ეცადეთ მშვიდად გაერკვეთ საქმის ვითარებაში. მოერიდეთ კონფლიქტს უფროსთან, ნათესავებთან და საყვარელ ადამიანთან.

მერწყული

გაგიმძაფრდებათ ინტერესი ყოველივე უჩვეულოსადმი. კარგი დღეა მოდერნიზებისა და პროგრამირებისთვის. აგრეთვე, ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად. ეცადეთ, საქმეების მიუხედავად, უარი არ თქვათ საკვების მიღებაზე.

თევზები

დილა საყვარელ ადამიანს, საოჯახო საქმეებს, კოსმეტიკურ პროცედურებს დაუთმეთ. შუადღეს კი დაუგეგმავი საქმეების მოგვარება მოგიწევთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ეცადეთ, შაბლონურად კი არა, შემოქმედებითად იმოქმედოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით