26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

შეიცვალეთ ჩვევები, გეგმები, გარემო. თუ ხვდებით, რომ კავშირი კონკრეტულ ადამიანთან უსიამოვნებასთანაა დაკავშირებული, დიპლომატიურად დაემშვიდობეთ. შეიძლება მოგინდეთ ვარჯიშის დაწყება.

ტყუპი

საშუალება მოგეცემათ პარტნიორი სულ სხვა კუთხით გაიცნოთ. ეცადეთ, არ გააიდეალოთ ახალგამოჩენილი მეგობრები. მათთან შეიძლება ზოგ საკითხში თანხვედრაც გქონდეთ და აზრთა სერიოზული სხვადასხვაობაც.

კირჩხიბი

ადრე აღებული ვალდებულებების გამო ხლაფორთი მოიმატებს. შინ შეიძლება მოულოდნელი სტუმარი დაგხვდეთ ან შინაური ცხოველი. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ლომი

მხიარულების, შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა, მაგრამ პერიოდულად შეიძლება მელანქოლიამაც შემოგიტიოთ. ეცადეთ, "ვარდისფერი სათვალე" მოიხსნათ და ისე შეხედოთ სამყაროს, გარშემო მყოფებს.

ქალწული

მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახისა და საცხოვრებლის მიმართ. გააუმჯობესეთ პარტნიორული კავშირი. ორაზროვანი ფრაზებისა და გამოუთქმელი პრეტენზიების გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას ახლობლებთან.

სასწორი

ახალი მეგობრები და ახალი გასართობი განწყობას გაგიუმჯობესებთ. ნუ იქნებით ჩაციკლული საკუთარ წარუმატებლობაზე. პირიქით, მოიბილიზება გაუკეთეთ საკუთარ თავს, რომ გამარჯვებას მიაღწიოთ.

მორიელი

სიახლეების, გამოცდილების მიღების დღეა. შეიძლება რაღაც იყიდოთ ან გაცვალოთ. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას. ნივთებს საეჭვო საიტზე ნუ შეუკვეთავთ.

მშვილდოსანი

სურვილი გაქვთ, იცხოვროთ თნამედროვე ადამიანივით და არც აზარტულ გასართობს იკლებთ. მოერიდეთ ინტრიგებს. ეცადეთ, ახლობლები თქვენი გადაადგილების საქმის კურსში ჩააყენოთ. თავადაც იცით, რომ ხშირად გიმართლებთ, მაგრამ ზოგჯერ "სიფრთხილეს თავი არ სტკივა".

თხის რქა

კარგი დღეა გარემოს შესაცვლელად. საკუთარ თავზე, ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, კეთილდღეობაზე იზრუნეთ და არ აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა, არ ეცადოთ სხვისი პრობლემების მოგვარება.

მერწყული

თუ თავად არ ირწმუნებთ საკუთარ ნიჭსა და ტალანტს, გარშემო მყოფებს საერთოდ ვერ დააჯერებთ. კარგი დღეა ერთგულ მეგობრებთან, ნათესავებთან შესახვედრად. მერწყულებს, რომლებიც იმედგაცრუებულები ან მოწყენილები არიან, იმედი ჩაესახებათ.

თევზები

მოერიდეთ ექსპერიმენტებს, გაფრთხილდით, არ დაუშვათ შეცდომები ურთიერთობაში, საქმეებში. ეცადეთ, გაარჩიოთ ერთმანეთისგან ტყუილი და სიმართლე, რეალობა და ფანტაზია. გზა, რომელიც სხვებმა თავისუფლად გაიარეს, თქვენთვის შეიძლება დაბრკოლებებით აღსავსე აღმოჩნდეს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით