26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მეტად ემოციური ხართ და ამის გამო ერთ ადგილზე გაჩერება, ერთი საქმის შესრულება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, მეტად გამხიარულდეთ, გაერთოთ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან ერთად.

ტყუპი

იყავით განსხვავებული, აკეთეთ ის, რაც თქვენ განიჭებთ სიამოვნებას. ნუ ეცდებით მიბაძოთ სხვა და ნურც სხვების წარმატება შეგშურდებათ. თავადაც ბევრი რამ გაქვთ საამაყო.

კირჩხიბი

ნურავის ენდობით სიტყვაზე და ნურც საკუთარ საქმეებს ანდობთ სხვებს. ყველაფერი გადაამოწმეთ. ნეგატიური ატმოსფერო კი ჯანსაღი იუმორით, სიკეთითა და გულკეთილობით განმუხტეთ.

ლომი

ნაკლები დრო გაქვთ რომანტიკული ურთიერთობებისთვის, რადგან მთელი დღე საქმეების მოგვარებით, დოკუმენტების შედგენით, შეხვედრებით იქნებით დაკავებული. ეს დღე მშვიდად განვლეთ და ახალი იდეების განხორციელება ორშაბათიდან დაიწყეთ.

ქალწული

დღეს ყველა შანსი მოგეცემათ, რომ გააუმჯობესოთ თქვენი მდგომარეობა, სამსახურის საქმეები, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მთავარია, თავად გადადგათ პირველი ნაბიჯი.

სასწორი

ნუ დახარჯავთ ფულს, ცოტა ხანში ის უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გამოგადგებათ. ამასთანავე, კარგი იქნება, თუ გააკონტროლებთ ხარჯს და გამოუსადეგარ ან სხვებისთვის გასაჩუქრებელ ნივთებს არ იყიდით.

მორიელი

მოულოდნელად გამოჩნდება თქვენი ძველი მეგობარი ან ყოფილი შეყვარებული, რომელიც დღის გეგმებს თავდაყირა დაგიყენებთ. მასთან ერთად შეიძლება ახალი პროექტი, გასართობი წამოიწყოთ, რაც ორივეს გაგახალისებთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად აგრეთვე, საოჯახო საქმეების შესასრულებლად, გაფუჭებული ტექნიკის, ავტომობილის შესაკეთებლად.

თხის რქა

რთული ცხოვრებისეული საკითხების მოსაგვარებლად რჩევა და დახმარება უხუცეს ნათესავს ჰკითხეთ; სამსახურის საქმეებში კი – გამოცდილ და ერთგულ კოლეგებს.

მერწყული

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და დასკვნების გამოტანამდე დარწმუნდით, რომ სწორად გაიგეთ გარშემო მყოფთა, განსაკუთრებით საყვარელი ადამიანის, ნათქვამი.

თევზები

დღეს გააქტიურდებიან კონკურენტები და მოშურნეები. მაქსიმალურად ყურადღებით იყავით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ წამოეგოთ პროვოკაციებს. თქვენ ისინი ვერაფერს გავნებენ, თავად კი დაზარალდებიან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით