ხ უთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია
რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
ვერძი
ფულადი შემოსავალი გელით, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით. ყურადღებით შეადგინეთ პრიორიტეტული ხარჯების სია, რათა მიღებული თანხები არ დახარჯოთ იმ ნივთებზე, რომელთა გარეშეც შეგიძლიათ ცხოვრება, იმის ხარჯზე, რაც გჭირდებათ.
კურო
ქარიშხლიანი ემოციები მშვიდობიან კალაპოტში უნდა იყოს მიმართული - მნიშვნელოვანი სამუშაო დავალების გადასაჭრელად ან, თუ შვებულებაში ხართ, საოჯახო საქმეებისკენ.
ტყუპი
უარყოფითი ემოციები, რომლებსაც შეუძლიათ შიგნიდან “აგიფეთქონ“, არ უნდა გადაიტანოთ გარშემო მყოფებზე, განსაკუთრებით ეს ეხება საყვარელ ადამიანებს, რომლებსაც - სხვებისგან განსხვავებით - არსად აქვთ თქვენგან გასაქცევი.
კირჩხიბი
დღე ხელსაყრელია სერიოზული გარიგებების დადების, მნიშვნელოვანი კონტრაქტების ხელმოწერის, ბიზნეს პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის. დღევანდელი ნებისმიერი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ.
ლომი
არ არის საუკეთესო დრო სასიყვარულო პაემნებისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის - სავარაუდოდ, მოვლენები თქვენთვის მიუღებელი სცენარით განვითარდება, რამაც შეიძლება ურთიერთობების გაუარესება და განადგურებაც კი გამოიწვიოს.
ქალწული
დღეს აქტიურობა ზომიერი უნდა იყოს, მაგრამ სასურველია, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დღის მეორე ნახევარში გადადოთ, როდესაც ფიზიკური და მორალური ძალით თანდათან აივსებით.
სასწორი
სანამ მეგობრებს ან კოლეგებს დახმარებას სთხოვთ, დაფიქრდით, ღირს თუ არა მათთვის თქვენი ყველა საიდუმლოს გამხელა. თქვენი გეგმების შესახებ ინფორმაციის მოყოლას არ გირჩევთ.
მორიელი
უმჯობესია უარი თქვათ სხვებთან - განსაკუთრებით მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან - საქმეების მოგვარებაზე ან მინიმუმამდე დაიყვანოთ უთანხმოება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
მშვილდოსანი
სამუშაოს შესრულებისას, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასწრაფო გქონდეთ შესასრულებელი, უნდა გახსოვდეთ, რომ დასვენება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ძალა, რომელიც დღეს ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტია, არ იქნება საკმარისი ხანგრძლივი შრომისთვის.
თხის რქა
წარსულიდან ადამიანების გამოჩენა ისეთი სასიამოვნო არ იქნება, როგორც თქვენ ელით: შესაძლოა, უარყოფად დასრულებულ ურთიერთობებს კიდევ ერთი შანსი არ უნდა მისცეთ - გაწეული ძალისხმევა უშედეგო იქნება.
მერწყული
არ უნდა შეინარჩუნოთ ურთიერთობები, რომლებსაც დიდი ხანია არ მოაქვთ დადებით ემოციები - შესაძლოა, უმჯობესია დაუყოვნებლივ გაწყვიტოთ ასეთი კავშირი, რადგან მოგვიანებით ამის გაკეთება გაცილებით რთული იქნება.
თევზები
ძველი ნაცნობის მხრიდან აშკარა აგრესია უსიამოვნო „სიურპრიზი“ იქნება, თუმცა, აუცილებელია მასზე რაც შეიძლება გულგრილად რეაგირება, რათა ენერგოვამპირის მსხვერპლი არ გახდეთ.