26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე სასწორში გადავა 02:57-ზე

რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.

ვერძი

კარგი დღეა კარიერულ ზრდისთვის. არასასურველია დასასვენებლად წასვლა, ზარმაცობა. სამსახურში უნდა აჩვენოთ თქვენი საუკეთესო მხარე, თქვენი პროფესიული თვისებები და განვითარების სურვილი. იყავით გუნდთან და ხალხთან ერთად, რომ თავი ენერგიულად იგრძნოთ. მარტოობაში შესაძლებელია პირქუშ განწყობაზე დადგეთ.

კურო

დღეს კარგი დღეა ნებისმიერი წამოწყებისთვის, განსაკუთრებით რემონტისთვის ან სამოგზაუროდ გამგზავრებისთვის. პრობლემა ის არის, რომ გაგიჭირდებათ ცვლილებებთან შეგუება, გადაწყვეტილების მიღება. მიიღეთ მცოდნე ადამიანების მხარდაჭერა, გაიარეთ კონსულტაცია საყვარელ ადამიანებთან.

ტყუპი

გუნდში ან ურთიერთობებში ცვლილებები სავარაუდოა. მეტი თავშეკავება და ნაკლები კომუნიკაცია გჭირდებათ ადამიანებთან, რომლებსაც ნაკლებად იცნობთ. კარგია სუფთა ჰაერზე ყოფნა; გაისეირნეთ პარკში ან წადით ბუნებაში.

კირჩხიბი

გაატარეთ დღე კომფორტულ რეჟიმში, რათა თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის პრობლემები. შეგიძლიათ გეგმების შედგენა - ისინი წარმატებული აღმოჩნდება და წარმატებამდე მიგვიყვანენ. არ არის გამორიცხული ახლობლებისგან სიურპრიზები, კარგი ამბავი.

ლომი

ბიზნესში შეიძლება იყოს სირთულეები და დაბრკოლებები. მათ დასაძლევად მეტად მიზანდასახული უნდა იყოთ. მოიწვიე თანაშემწეები, გამოიყენეთ თქვენი ბუნებრივი ხიბლი და ორგანიზატორული ნიჭი. გამოიყენეთ შანსი გუნდში თქვენი ავტორიტეტის გასაძლიერებლად.

ქალწული

კარგია თუ აქტიურობას და ინტერესს გამოიჩენთ. გაფრთხილდით, რომ არ დაუშვათ შეცდომები სამსახურში, ჩხუბი საყვარელ ადამიანთან გაუგებრობის გამო. ვარსკვლავების რჩევაა შეადგინოთ სამუშაოების სია, გამონახოთ დრო სპორტისა და მეგობრებთან შეხვედრისთვის.

სასწორი

თუ რაიმე ახალს გეგმავთ, დროა გააქტიურდეთ. გადახედეთ თქვენს სოციალურ წრეს, დატოვეთ სამსახური, რომელიც გძულთ. დაიწყეთ ცვლილებების შეტანა ცხოვრებაში და უფრო ბედნიერი იქნებით.

მორიელი

მნიშვნელოვანია სამსახურში ზედმეტად არ გადაიტვირთოთ. ფეთქებადი ტემპერამენტის გამო არ არის გამორიცხული პრობლემები კარიერასთან და ფულთან დაკავშირებით. აკონტროლეთ თქვენ ემოციურობა. შესანიშნავი ექნება სპა-პროცედურები და მასაჟი.

მშვილდოსანი

აქტიური ორშაბათი, გაუთვალისწინებელი მოვლენები და მოულოდნელი შეხვედრები გელით. შეიძლება გადაუჭრელი საკითხები გამოჩნდეს. საბედნიეროდ, პლანეტების დადებითი ენერგია ხელს უწყობს ყველა სირთულის სწრაფ გადაჭრას.

თხის რქა

ახალი ნაცნობები დაგეხმარებიან საქმეების გაუმჯობესებაში. იყავით ღია კომუნიკაციისთვის. ეცადეთ, საქმეები ადრე დაასრულოთ და საღამო სიამოვნებისთვის გამოითავისუფლოთ. პაემანი საყვარელ ადამიანთან ერთად დაუვიწყარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს მოგანიჭებთ.

მერწყული

ზაფხულის ეს მშვენიერი დღე აბსოლუტურად არ არის შესაფერისი პასუხისმგებელი სამუშაოს შესრულებისთვის. ცოტა გაფანტული ხართ და შეიძლება სერიოზული შეცდომები დაუშვთ. კარგი იქნება, დასვენება და ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გამგზავრება.

თევზები

ეს შეიძლება იყოს სტრესული დღე. ძვირფას ადამიანებთან მუშაობას და კომუნიკაციას აფერხებს შინაგანი დაძაბულობა, ემოციური რყევები. იყავით ზომიერი საკვებში, სიჩუმე ამჯობინეთ ხმამაღალ მუსიკას. საღამოს დაესწარით კულტურულ ღონისძიებას.