კურო
მაქსიმალურად თავი შეიკავეთ საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისგან. აგრეთვე, ფიზიკურ მუშაობისგან. სასურველია, ეს დღე ბუნებაში გაატაროთ.
ტყუპი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ნუ იქნებით სულსწრაფი, მოთოკეთ ემოციები. ნუ იკამათებთ გარშემო მყოფებთან, არ დაკარგოთ მეგობრები.
კირჩხიბი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და სიყვარულისთვის. სასიამოვნო ამბებს მიიღებთ უცხოეთიდან. გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდებათ და მოშურნეები ვერაფერს დაგაკლებენ.
ლომი
ენერგიული ხართ, მაგრამ მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ნუ გარისკავთ. უმჯობესია, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. გამორიცხული არაა, გარშემო მყოფებს თქვენი მოტყუება ჰქონდეთ განზრახული. მოერიდეთ კამათს.
ქალწული
მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, ტრავმული დღეა. დაძაბული სამუშაო გრაფიკი გელით. ეცადეთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ გარშემო მყოფთა კრიტიკას, ნეგატივს მათი მხრიდან.
სასწორი
კარგი დღეა საყიდლებისთვის, ძვირფასი ქვების შესაძენად. დღის მეორე ნახევარში ჯანმრთელობა სუსტდება. კარგი დღეა კონტრასტული შხაპის მისაღებად. დააკვირდით სიზმრებს.
მორიელი
კარგი იქნება თუ დღევანდელ დღეს მუშაობას, შეცდომების გამოსწორებას დაუთმობთ. საღამოს სტუმრებს ელოდეთ. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტისგან, განსაკუთრებით ასაკით უფროს ნათესავებთან.
მშვილდოსანი
დღეს შეიძლება საკუთარი სიმართლისა და უპირატესობის დამტკიცემ მოგიწიოთ. ეცადეთ, მაქსიმალურად დიპლომატიურად იმოქმედოთ. მოერიდეთ ყვირილსა და მუშტების ქნევას.
თხის რქა
მოერიდეთ რაიმეს შეცვლას, როგორც სამსახურის საქმეებში, ასევე პირად ცხოვრებაში. დღის ბოლოსკენ შეიძლება ან ქრონიკულმა დაღლილობამ იჩინოს თავი, ან ჯანმრთელობა შეგისუსტდეთ.
მერწყული
ნებისმიერ საქმეში, ურთიერთობაში დაიჭირეთ "ოქროს შუალედი". შეიძლება სწორედ დღეს ახდეს თქვენი ის ნატვრა, რომელზეც დიდხანს ოცნებობდით.
თევზები
კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, ისინი სამსახურის საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. მოერიდეთ კონფლიქტს პარტნიორთან. მასთან და ყველა დანარჩენთან სერიოზული საუბარი სხვა დროისთვის გადადეთ.