26 მაისს მერკური გადადის ტყუპში და მაშინვე აყალიბებს ჰარმონიულ ასპექტებს სატურნთან და ნეპტუნთან. ეს ტრანზიტი ხელს უწყობს გონების გაღვიძებას, აზრების სიცხადეს, ინტუიციურ გაგებას იმაზე, რაც ხდება და გაზრდის ფარული მნიშვნელობების გაგების უნარს.
კვირის მთავარი მოვლენაა ახალმთვარეობა ტყუპში , რომელიც გველოდება 27 მაისს 07:02-ზე. ეს არის აზრების, კომუნიკაციისა და იდეების ახალი ციკლის დასაწყისი. დროა დაისახოთ ახალი მიზნები, განსაკუთრებით სწავლასთან, ახალ ცოდნასთან, კურსებთან, ინტელექტუალურ განვითარებასთან, კომუნიკაციასთან, ახალ კონტაქტებთან, მოლაპარაკებებთან, პერსონალურ პროექტებთან, სადაც მოქნილობა და ადაპტაცია მნიშვნელოვანია. კარგი იქნება ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში სამომავლო მიზნების ჩამოწერა.
30 მაისს მზისა და მერკურის შეერთება მოგვიტანს ახალ ენერგია, ეს არის დღე, როდესაც სიტყვები ქმნიან რეალობას. ის, რაც ახლა არის ნათქვამი, დაწერილი ან გადაწყვეტილი, შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი ცხოვრების ახალ ეტაპზე. ხელსაყრელი დრო სიტყვით გამოსვლებისთვის, პუბლიკაციებისთვის, დოკუმენტების ხელმოწერისთვის და გარიგებების დასადებად.
ბედნიერ კვირას გისურვებთ!