ავტორი:

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 13:02-ზე, მთვარე 01:18-დან თხის რქაში იქნება

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.

ვერძი: საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ მოგზაურობა უცხოეთში. კარგი დღეა გამოცდილების მისაღებად, სწავლისთვის.

კურო: გაანდეთ თქვენი იდეები გავლენიან ადამიანებს, რათა დაგიფინანსდეთ ისინი და მომავალში ფული მოგიტანოთ.

ტყუპი: მეტი დრი გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. ზოგიერთმა შეიძლება ოფიციალური ქორწინება, დაოჯახება გადაწყვიტოთ

კირჩხიბი: მშვიდობიანად მოაგვარეთ დაძაბულობა ახლობლებთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავებზე.

ლომი: იყავით დაკვირვებული ფინანსური საკითხების მოგვარებისას. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

ქალწული: შეიარეთ მაღაზიებში, რათა სახლისთვის შეიძინოთ აუცილებელი ნივთები ან გაიუმჯობესოთ საყოფაცხოვრებო პირობები.

სასწორი: მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნება და ფოტოების გადაღება პოზიტივით აგავსებთ.

მორიელი: მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

მშვილდოსანი: მოგინდებათ საკუთარი თავის განებივრება ლამაზი, ძვირად ღირებული ნივთებით. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა: ესტუმრეთ მათ, ვინც განწყობას გაიუმჯობესებთ და მოგისმენთ, როცა ვინმესთვის გულის გადაშლას გადაწყვეტთ.

მერწყული: დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საღამოს შეხვდით მეგობრებს, განიხილეთ ახალი იდეები.

თევზები: გააქტიურდით, რომ განხორციელოთ მიზნები და გაიმარჯვოთ. მოერიდეთ ისეთ ქცევას, რომ არ შეილახოთ გარშემო მყოფებში რეპუტაცია.