ავტორი:

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 09:29-ზე მთვარე მორიელშია

კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი.

ვერძი: მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური საკითხების მოგვარებას. უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან; დაივიწყეთ ძველი წყენა.

კურო: დილიდან რთულ სკაითხებს ნუ შეეჭიდებით, შუადღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას, პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ.

ტყუპი: დილიდან ჩამოწერეთ თვის სამუშაო გეგმა. დეტალურად განიხილეთ ახალი იდეები. არ დაგავიწყდეთ ჯანმრთელობაზე, ახლობლებსა და შინაურ ცხოველებზე ზრუნვა.

კირჩხიბი: მეტად დაისვენეთ, დატკბით სასიამოვნო გარემოთი, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

ლომი: მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას. ჯერ ყველას აზრი მოისმინეთ და მერე გამოთქვით საკუთარი. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ოჯახის წევრებთან.

ქალწული: გახშირდება ინფორმაციის მიღება და სათანადოდ გამოიყენეთ ზოგიერთი. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ რამის შესწავლა. საღამო დაუთმეთ მეგობრებთან კომუნიკაციას.

სასწორი: კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, მაგრამ რთულ პროექტებს ნუ შეეჭიდებით. ჩამოწერეთ, რისი მიღწევა გსურთ: მიზნები, მატერიალური მდგომარეობა.

მორიელი: დილა დასვენებას, სულიერი და ფიზიკური ენერგიის აღდგენას დაუთმეთ. მეტი დრო დაუთმეთ სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. წარსული უნდა იქვე დატოვოთ.

მშვილდოსანი: თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები და დაგეგმეთ საქმეები. არ გირჩევთ ადამიანების, ნივთების გაიდეალებს. დაფიქრდით, ვის შეგიძლიათ სრულად ენდოთ.

თხის რქა: გადახედეთ წარსულს, კარგად გაანალიზეთ მომხდარი და დაგეგმეთ მომავალი. სად, რომელ სფეროში გსურთ წარმატების მიღწევა. ნუ დაივიწყებთ მეგობრებს, სიყვარულს.

მერწყული: დილა მხოლოდ დაგეგმარებას დაუთმეთ და შუადღიდან გააქტიურდით. დაფიქრდებით კარიერულ წინსვლაზე, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე.

თევზები: მეტი დრო დაუთმეთ იურიდიული საკითხების მოგვარებას. გამოავლინეთ თქვენი ლიტერატურული ნიჭი. დაფიქრდით, რისი გაკეთება გსურთ მომავალში; ჩამოწერეთ მიზნები.