კვირა, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:22-ზე, მთვარე ტყუპშია
ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში.
ვერძი
ძალას და ნერვებს ტყუილად ხარჯავთ, დღეს უმჯობესია დაისვენოთ და პრობლემებს მერე მიუბრუნდეთ, როცა მეტად ენერგიულად იგრძნობთ თავს.
კურო
გამოიყენეთ თქვენი გამოცდილება და ცოდნა, მოაგვარეთ პრობლემები პოზიტიური განწყობით და სასიამოვნოდ გააკვირვეთ გარშემო მყოფები.
ტყუპი
მოგიწევთ ისეთი რამის გაკეთება, რაც არ მოგწონთ, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ. ხანდახან არასასიამოვნო პირობებში გიწევთ მუშაობა სასურველი შედეგის მისაღწევად.
კირჩხიბი
წარმატებისთვის მოემზადეთ, არ დაივიწყოთ თქვენი საქმიანი თვისებები და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას რთულ საქმეში. საღამოს შესაძლოა გეგმები შეგეცვალოთ.
ლომი
ის მაღალი მიზნები, რომლებიც საკუთარ თავს დაუსახეთ, თანამოაზრეებთან ერთად უფრო ადვილად მისაღწევი იქნება. შეეცადეთ დააინტერესოთ ისინი, ვინც აქამდე არ გიჭერდა მხარს.
ქალწული
დღეს მნიშვნელოვანია სიმშვიდე და წონასწორობა შეინარჩუნოთ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. უნდა გაერკვეთ მიზეზებში და არ გააკეთოთ ნაჩქარევი დასკვნები.
სასწორი
აკონტროლეთ თქვენი განწყობა, ნუ მისცემთ უფლებას წვრილმანებმა გაგაბრაზოთ. რაც უფრო ხალისიანი და სასიამოვნო ატმოსფეროა თქვენ ირგვლივ, მით უფრო ადვილია წინსვლა.
მორიელი
იყავით ოპტიმისტურად განწყობილი. ადამიანები, რომლებთანაც დღეს მუშაობთ, დროთა განმავლობაში შეიძლება გახდნენ თქვენი ახლო მეგობრები.
მშვილდოსანი
კონცენტრირდით იმაზე, რასაც აკეთებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდომებს ვერ აიცილებთ. ზედმეტმა დატვირთვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს გარეგნობაზე.
თხის რქა
რთული ამოცანები არ გაშინებთ, პირიქით, მოქმედების სურვილს იწვევს. გამოიტანეთ დასკვნები სხვების გამოცდილებიდან და წარსული შეცდომებიდან. სასარგებლოა საყიდლებზე სიარული.
მერწყული
დღის განმავლობაში წარმოქმნილ პრობლემებს მშვიდად გაუმკლავდებით. თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გჭირდებათ, რჩევა საყვარელ ადამიანებს ჰკითხეთ.
თევზები
მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. თქვენთვის ადვილია მუშაობა და კომუნიკაცია, მიიღებთ ახალ ინფორმაციას, გამოცდილებას. არის საინტერესო ადამიანების გაცნობის და ბევრი შთაბეჭდილების მიღების შანსი.