27 დეკემბერი, მთვარის ოცდამეხუთე დღე

27 დეკემბერი, მთვარის ოცდამეხუთე დღე

ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ.

კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის.

არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, – აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს.

კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის.

სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა.

ამ დღეს დაბადებული ბავშვი ჩვილობიდანვე ავლენს სიბრძნეს. იღბლიანია და ხშირად ხედავს წინასწარმეტყველურ სიზმრებს.

მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.

სუსტი წერტილია ყურები: მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას.

თმის სტილისტთან ვიზიტი სხვა დღისთვის გადადეთ.

ამ დღის ქვაა: წითელი იასპი.

მთვარე მორიელის ზოდიაქოში გადაინაცვლებს 17:58

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე მორიელში

მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.

დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.

ამ დღეს რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.

მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი.

მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.

მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით