27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 19:34-ზე, მთვარე ქალწულშია

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. ეს ის დღეა, როცა აკრძალული არაა არც ერთი პროდუქტის მიღება. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.

ვერძი

რთულ სიტუაციებში მხარდაჭერისთვის თქვენს საყვარელი ადამიანებს მიმართეთ. დღეს ყველაფერზე ნერვიულობთ, ამიტომ შეარჩიეთ პოზიტიური და ხალისიანი ადამიანები, რომლებიც უსიამოვნებებისგან დაგიცავენ.

კურო

თუ შესაძლებელია, უარი თქვით შეხვედრებზე ან მოგზაურობაზე და მოაგვარეთ საქმეები დისტანციურად. ყურადღება მიაქციეთ როგორ გრძნობთ თავს, მიიღეთ ვიტამინები, დაისვენეთ და იკვებეთ სწორად.

ტყუპი

დღეს თქვენთვის რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა ან მოლაპარაკებებზე თავის გამოჩენა მარტივია. თუმცა, ნუ გადაიტვირთებით. დაისვენეთ, გადაიტანეთ ყურადღება სასიამოვნოზე. გამოიჩინეთ თავშეკავება კომუნიკაციაში, მოერიდეთ კრიტიკას.

კირჩხიბი

დილა დაუთმეთ დასვენებას. დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება და შეხვედრები შუადღისთვის, როდესაც ენერგიის დონე გაიზრდება. გაზრდილმა ემოციურობამ შეიძლება გაგიფუჭოთ ურთიერთობები.

ლომი

გაანაწილეთ თქვენი ენერგია და დრო ისე, რომ რომ შეასრულოთ რამდენიმე დაგეგმილი დავალება. მკაფიო გეგმის ქონა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გართულებები და შეინარჩუნოთ პოზიტივი.

ქალწული

გარემოებები სწრაფად შეიცვლება და უამრავი მოულოდნელი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. დაუთმეთ მეტი დრო ოჯახს. გაატარეთ საღამო საინტერესო ადგილას, გაატარეთ რომანტიკული პაემანი პარკში.

სასწორი

მოგიწევთ სამუშაოს დასრულება და ამავდროულად ყოველდღიური საკითხების მოგვარება. უმჯობესია, დღეს არ დახარჯოთ ფული, არამედ დაზოგოთ მომავლისთვის. მიირთვით რაიმე გემრიელი განწყობის ასამაღლებლად.

მორიელი

დღეს მუშაობა და დამატებითი სირთულეების გადალახვა გაგიჭირდებათ. უმჯობესია დღე დაუთმოთ დასვენებას, ეცადეთ დაისვენოთ და გამოჯანმრთელდეთ. კომუნიკაცია იქნება სასარგებლო და სასიამოვნო, თუ იქნებით ჰარმონიული.

მშვილდოსანი

მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან, განიხილეთ აქტუალური საკითხები და იზრუნეთ საერთო ვალდებულებებზე. უმჯობესია, დღეს ფული დაზოგოთ.

თხის რქა

იმისათვის, რომ არ გააფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, მოერიდეთ კამათს და ნუ დაიწყებთ ჩხუბს წვრილმანებზე. არ არის საუკეთესო დრო რაღაცის შესაცვლელად ან ახალი ბიზნესის დასაწყებად. ეცადეთ დაისვენოთ და აღადგინოთ ენერგია.

მერწყული

დღეს უკეთესია მსუბუქი სამუშაოს შესრულება და უფრო ხშირად დასვენება. ახლა შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობა გაუარესდეს და ბევრი გეგმის გადადებამ მოგიწიოთ. ზარმაცი, მშვიდი დღე გქონდეთ. საღამოს იმხიარულეთ მეგობრებთან ერთად.

თევზები

მოგიწევთ ბევრი ფიქრი მიღებულ ინფორმაციაზე. ღირს თქვენი კონტაქტების შეზღუდვა, რათა არ გადაიღალოთ. ზოგიერთს კი მოგიწევთ ცხარე კამათში მონაწილეობა და პრინციპების დაცვა. იყავი თავაზიანი.