27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მოერიდეთ უარყოფითი თვისებების გამოვლენას. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ საქმიანობას. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად.

ტყუპი

გარშემო მყოფებს საკუთარ აზრებს თავს ნუ მოახვევთ. მოთმინება გმართებთ გზავრობისას. ყურადღება - დოკუმენტებთან მუშაობისას. მოსალოდნელია შეფერხებები.

კირჩხიბი

მშვიდად შეხვდით სიახლეებს, ნეგატიურ ამბებსაც მიიღებთ და პოზიტიურსაც. ფინანსური საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ. ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება ვალებში გადაგაგდოთ.

ლომი

წარმატება გელით სხვადასხვა სფეროში. მოერიდეთ ეჭვიანობასა და საყვარელი ადამიანის გაკონტროლებას. იყავით გულუხვი მეგობრების მიმართ და მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.

ქალწული

ტექნიკურ იდეებსაც განახორციელებთ და შემოქმედებითსაც. მთავარია, საკუთარ თავში, შესაძლებლობებში იყოთ დარწმუნებული. რომანტიკული ურთიერთობის დაწყება გელით კოლეგასთან ან მეგობართან.

სასწორი

სწორედ დღეს მიხვდებით, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ, არც მეგობრობაში. შეიძლება სამომავლო გეგმებიც ისეთი დამაიმედებელი აღარ მოგეჩვენოთ, როგორც თავიდან იყო. გაგიჭირდებათ იმ ახლობლებთან ურთიერთობა, რომლებთანაც მატერიალური საკითხები გაკავშირებთ.

მორიელი

ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები, მშვიდად მიიღეთ კრიტიკა. ყური დაუგდეთ ახლობლების რჩევას. მეტად გამოავლინეთ არტისტიზმი და იუმორის გრძნობა.

მშვილდოსანი

დილიდან შეიქმენით პოზიტიური განწყობა, რადგან საქმეების წარმატება თქვენს ემოციებზეა დამოკიდებული. აიყოლიეთ მეგობრები და საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა

მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. პირად ცხოვრებაში ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. საფრთხის ქვეშ ნუ დააყენებთ იმას, რასაც აქამდე გულმოდგინეთ აშენებდით.

მერწყული

მოერიდეთ უსიამოვნებას შვილებთან, მშობლებთან, მეუღლესთან (თუ დიდი ასაკობრივი ზღვარია). მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას და მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.

თევზები

ფრთხილად შეარჩიეთ ის თემები, რომლებზეც დღეს უნდა ისაუბროთ. დაუფიქრდით ნათქვამს. ნუ განაწყენდებით მათზე, ვისაც თქვენგან განსხვავებული მოსაზრება აქვს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით