27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა დამოკიდებულების გასაუმჯობესებლად გარშემო მყოფებთან; აგრეთვე პირადი ურთიერთობების დასარეგულირებლად.

ტყუპი

დღეს მეგობრებთან შეხვედრა და სასიამოვნო ნაცნობობა გელით. ახალგაცნობილი საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

დღეს გამოაშკარავდება ის, რასაც გარშემო მყოფები თქვენგან საგულდაგულოდ მალავდნენ. თუმცა, შეიძლება უკეთესიც კი იყო, როცა არაფერი იცოდით.

ლომი

მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. აგრეთვე კარგი დღეა საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ქალწული

გეგმების შეცვლის, ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი გაგიჩნდებათ. ფრთხილად უნდა იმოქმედოთ, რათა არც საკუთარი თავი და არც გარშემო მყოფები არ დააზარალოთ.

სასწორი

ენერგიული და მხიარული ხართ. დაგეგმეთ კულტურული ღონისძიება და მეგობრებთან ერთად გაერთეთ.

მორიელი

საქმეები დამოუკიდებლად, გარშემო მყოფთა დახმარების გარეშე მოაგვარეთ. წარმატების შემთხვევაში გამარჯვების სხვებთან გაყოფა არ მოგიწევთ.

მშვილდოსანი

შეიძლება საკუთარი საქმეები გარშემო მყოფთა პრობლემების გამო გვერდზე გადადოთ. მშვიდად იმოქმედეთ და ეცადეთ რისხვა ახლობლებს არ დაატეხოთ.

თხის რქა

რაც უფრო მეტად ყურადღებიანი და თბილი იქნებით გარშემო მყოფების მიმართ, უფრო მეტ დადებით ემოციას მიიღებთ მათგანაც.

მერწყული

მეტად ობიექტური უნდა იყოთ საკუთარი თავის მიმართ და გარშემო მყოფთა კრიტიკა და ნეგატიური გამონათქვამებიც მოთმინებით უნდა აიტანოთ.

თევზები

ენერგიის აღდგენას ბუნებაში დასვენების შემდეგ შეძლებთ. მაქსიმალურად ნაკლები დრო დაუთმეთ საქმეებს მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად მშვიდ ადგილას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით