27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

წარმატებული დღე გელით, განსაკუთრებით შემოქმედებით სფეროში. თქვენი იდეებით გავლენიანი ადამიანები დაინტერესდებიან. მოერიდეთ ავანტიურას, კონკურენტებმა არ გადაგიბირონ.

ტყუპი

ნუ გერიდებათ თქვენი სურვილების გახმოვანების, განსაკუთრებით თანამოაზრეებთან. ისინი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან. საღამო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ.

კირჩხიბი

თუ მოინდომებთ, გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან და სასიყვარულო პარტნიორთან. საღამოს მხიარულ წვეულებას დაესწარით.

ლომი

მუშაობისას იყავით მეტად დაკვირვებული. მზრუნველობას ნუ მოაკლებთ საყვარელ ადამიანს. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ქალწული

კარგი დღეა ჩანაფიქრების განსახორციელებლად. სკეპტკურად განწყობილ კოლეგებს ყურადღება არ მიაქციოთ და დახმარებისთვის გავლენიან ახლობლებს მიმართეთ. პირადი ცხოვრება თავგადასავლების გარეშე არ ჩაივლის.

სასწორი

ნუ ჩაახედებთ საკუთარ საქმეებში უცხო ადამიანებს და ნურც საეჭვო პირებს დაუმეგობრდებით. საღამო ერთგული ადამიანების გარემოში გაატარეთ.

მორიელი

მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან, უფროსთან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. საღამო ნათესავებთან ერთად ბუნებაში გაატარეთ.

მშვილდოსანი

შეიძლება თავი შეგახსენოთ დიდი ხნის პრობლემამ. ნუ მოგერიდებათ, დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ. დღის მეორე ნახევარი შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ.

თხის რქა

ფორტუნა აქტიურ და მიზანმიმართულ ადამიანებს სწყალობს. იყავით მეტად დიპლომატიური უფროსთან ურთიერთობისას. საღამოს დაივიწყეთ პრობლემები და "ჩართეთ" ფანტაზიები.

მერწყული

სასიამოვნო მომენტებით დატვირთული დღე გელით. თუმცა, უქმად არავინ გაგაჩერებთ, მუშაობა მოგიწევთ. საღამოს ნუ გადადებთ შეხვედრას მეგობრებთან.

თევზები

დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. პირქუში უფროსიც კი შეგიქებთ ნამუშევარს. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, კოლეგებს ახალი იდეები გაუზიარეთ. დასაშვებია ზომიერი ფლირტი.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით