27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:32-ზე, მთვარე ტყუპშია იქნება 04:40-დან

კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე.

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ დღევანდელი პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრას და არა ჩვეული გზით. ეს არამარტო კარგ შედეგს მოიტანს, არამედ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ასევე ამ დღეს ვერძს შეუძლია შეხვდეს ადამიანებს, რომლებიც კარიერის გაუმჯებესებაშ დაეხმარებიან. მოუსმინეთ სხვების რჩევებს.

კურო

კუროს შეუძლია დიდი ნაბიჯი გადადგას თავისი ოცნებისკენ ან რაიმე მნიშვნელოვანი მიზნისკენ. ეცადეთ არ დააწესოთ თქვენი აზრი და არ გასცეთ რჩევა, თუ არ მოგთხოვენ. შეგიძლიათ სახლისა და ნივთების დალაგება. აასრულეთ საყვარელი ადამიანის სურვილები.

ტყუპი

შეგიძლიათ ბევრი რამის მიღწევა და რთული საკითხების მოგვარება, რომლებიც ადრე იყო გადადებული. გამოიყენეთ თქვენი ხიბლი სხვებთან ურთიერთობისას, მოუსმინეთ საუბრებს. არ დაკარგოთ კონტაქტი მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან, რომლებიც თქვენგან შორს არიან, დაურეკეთ ან მიწერეთ მათ.

კირჩხიბი

გაატარეთ აქტიური დღე, მიიღეთ მოსაწვევები და ჩაერთეთ საქმეებში. არსებობს ძვირად ღირებული ნივთის შეძენის შესაძლებლობა, რომელიც იმედებს გაგიცრუებთ. ამიტომ 27 ნოემბერს ჯობია ნებისმიერი შესყიდვისგან თავი შეიკაოთ.

ლომი

დღის პირველი ნახევარი შესაფერისია მშვიდი აქტივობებისთვის. ლანჩის შემდეგ კი შეგიძლიათ წამოიწყოთ მნიშვნელოვანი პროექტი ან რთული საქმე. თქვენი ქარიზმა დაგეხმარებათ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში: თქვენ შეგიძლიათ მარტივად მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ თქვენი ხიბლის გამოყენებით. კარგი დღეა შოპინგისთვის.

ქალწული

არ გამოტოვოთ ის შანსები, რომლებსაც ბედი დღეს მოგცემთ. თქვენ უნდა მოახერხოთ სწრაფად რეაგირება და გამოიყენოთ გარემოებები თქვენს სასარგებლოდ. ვარსკვლავები ქალწულებს ურჩევენ, არ მიიღონ ნაჩქარევი დასკვნები და გადაწყვეტილებები. ხვალ ამ სიტუაციას სხვა კუთხით შეხედავ.

სასწორი

დილიდანვე იგრძნობთ მომატებულ აქტივობას. თქვენი ენერგია დღეს მაღალ დონეზეა და ეს საშუალებას მოგცემთ გქონდეთ წარმატებული და პროდუქტიული დღე. არსებობს კარიერის კიბეზე ასვლის ან პროფესიული პოზიციის გაძლიერების შანსი. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს.

მორიელი

მნიშვნელოვანი საქმეები დილიდანვე მოაგვარეთ. შეეცადეთ დაგეგმოთ თქვენი დღე და დაისახეთ ადვილად მისაღწევი მიზნები. 27 ნოემბერს მორიელებს მოუწევთ სხვების ჩივილების მოსმენა, შეშფოთების გამოხატვა და რჩევების მიცემა.

მშვილდოსანი

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. გექნებათ ხშირი კომუნიკაცია და საინტერესო სამუშაო შეხვედრები. დღეს უმჯობესია არ მოუსმინოთ სხვა ადამიანების რჩევებს, არამედ გამოიყენოთ საკუთარი გამოცდილება და ცოდნა.

თხის რქა

მოგინდებათ დიდი ხნის გეგმების განხორციელება. თუმცა, იყავით რეალისტური თქვენს ვარიანტებთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ დახმარების თხოვნა ან საქმეების სამომავლოდ გადადება. გამოიყენეთ თქვენი ხიბლი, გამოიჩინეთ კეთილგანწყობა და ყურადღება გარშემო მყოფთა მიმართ.

მერწყული

კომუნიკაცია დადებით ემოციებს მოგიტანს და სასარგებლო იქნება. დღეს მერწყულებს უადვილდებათ თანამოსაუბრის გულის მოგება და დარწმუნება, რომ ის მართალია. ეს ეხება როგორც საქმიან, ასევე პირად საუბრებს. მიიღეთ საინტერესო მოწვევები, გაიცანით ახალი ხალხი.

თევზები

იყავით უფრო მოქნილი თქვენს გეგმებში, შეცვალეთ მიდგომა პრობლემისადმი, იმოქმედეთ შემოქმედებითად. თქვენი ინტუიცია დღეს სწორ რჩევას გაძლევთ, მოუსმინეთ მას გადაწყვეტილების მიღებისას. იდეები თუ აზრები, რომლებიც დღეს მოგივიდათ, დაიმახსოვრეთ: მალე მათ განხორციელებას შეუძლია კარგი შემოსავალი მოგიტანოთ.