კურო
სასიამოვნო ამბებსა და შემოსავალს მიიღებთ. მარტოხელები საწინააღმდეგო სქესისგან მეტ ყურადღებას იგრძნობენ. შეყვარებულები კი უნდა გაფრთხილდნენ, რათა ზედმეტი გულახდილობით ურთიერთობა არ გააფუჭონ.
ტყუპი
საქმეები აუჩქარებლად, ყურადღებით აკეთეთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, ბავშვებს. კარგია ვარჯიში.
კირჩხიბი
შეძლებისდაგვარად გადადეთ მგზავრობა, გაუფრთხილდით ტექნიკას, ფინანსებთან დაკავშირებით ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ზოგიერთს სასიამოვნო ნაცნობობა ელის.
ლომი
შეამცირეთ კონტაქტები. მეტი დრო დაუთმეთ საქმეებს. დღეს უამრავი ვალდებულების შესრულება მოგიწევთ. საღამოს ხმაურიან წვეულებას მშვიდი დასვენება არჩიეთ.
ქალწული
მეტი ყურადღება მიაქციეთ ახლობლებს, დაეხმარეთ, გამოიჩინეთ მათ მიმართ მზრუნველობა. მოუარეთ ყვავილებს, შინაურ ცხოველებს, დაასუფთავეთ უჯრები და თაროები. დღეს ფლირტი სასურველ შედეგს არ მოგიტანთ.
სასწორი
დღეს პირველ ადგილზე მუშაობა დააყენეთ. კარგი დღეა განტვირთვისა და დიეტისთვის. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ნივთებს, განსაკუთრებით მგზავრობისას.
მორიელი
მოერიდეთ დაუფიქრებელ საქციელს, სიტყვას, საქმეს. აკონტროლეთ ხარჯი. ისეთ საქმეებს შეუდექით, რაც კარგად იცით და სადაც ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ. კარგია ვარჯიში.
მშვილდოსანი
მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ფულის ფლანგვას. დაისახეთ სამოქმედო გეგმა და არ მოცდეთ, იმუშავეთ. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
თხის რქა
მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფებს, ვისთან ერთად გიწევთ მუშაობა, დასვენება, შეცვალეთ ის, რაც არ მოგწონთ, მოერიდეთ საეჭვო ხალხთან ურთიერთობას.
მერწყული
შეამცირეთ არაფრისმომცემი კონტაქტები. მეტი დრო დაუთმეთ სამუშაოს, გადახედეთ ძველ საქმეებს, ნივთებს, ზოგს დაემშვიდობეთ, ზოგი გადაახალისეთ. გამონახეთ დრო დასვენებისთვის.
თევზები
მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ პარტნიორის პრობლემებს. დაარეგულირეთ მასთან ურთიერთობა. დღეს ისეთი საქმეები მოაგვართ, რომელიც თქვენგან ფინანსურ ხარჯს არ მოითხოვს.