ავტორი:

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 11:04-ზე, მთვარე 19:03-ზე მშვილდოსანში გადავა

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას, მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.

ვერძი: ეჭვები და ვარაუდები რომ დაძლიოთ, მეტად უნდა გაერკვეთ სიტუაციებსა და გარშემო მყოფებში. საყვარელი ადამიანის მიმართ დაუფარავად გამოხატეთ თქვენი სასიყვარულო ემოციები.

კურო: გარშემო მყოფებზე მზრუნველობის პარალელურად ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს. დაუმეთ დრო პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას და დიპლომატიურად წამოსწიეთ თქვენი მოთხოვნები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი: ზედმეტ ვალდებულებებს ნუ შეეჭიდებით, მეტად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. დაკვირვება გმართებთ მგზავრობისას და ახალი სასწავლო მასალის ათვისებისას.

კირჩხიბი: რაც უფრო მეტად იქნებით მოტივირებული, მით მეტ საქმეს გააკეთებთ. ეცადეთ, დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმნათ. ხშირად შეეხმიანეთ ბავშვებს, საყვარელ ადამიანს, მათთან ურთიერთობა დადებით განწყობას შეგიქმნით.

ლომი: ახლობლების მიმართ მეტად მზრუნველი უნდა იყოთ. უფრო მეტიც, სწორად შეარჩიეთ სიტყვები და ფრაზები, რათა მათ გული არ ატკინოთ. საყვარელ ადამიანის მიმართ იყავით მოსიყვარულე. დაკვირვებით მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები.

ქალწული: საქმიანი შეხვედრებისა და აზრთა გაცვლის დღეა. გახშირდება კომუნიკაცია. კარგ შედეგს მოგიტანთ სწავლა. საღამოს შეეხმიანეთ და-ძმებს. იყავით დაკვირვებული მგზავრობისას.

სასწორი: მოიმატებს აქტიურობა და დილიდან ჩაერთეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში. გელოდებათ ხელშეკრულებების გაფორმება, ფულის დაბანდება და მოულოდნელი საყიდლებიც. შეიძლება მოგთხოვონ ვალის დაბრუნება.

მორიელი: სურვილების ასრულებისთვის მოემზადეთ. იყავით პოზიტური და გამარჯვებაზე ორიენტირებული. საუკეთესო დროა ახალი საქმეების დასაწყებად, თუ მზად ხართ, გააქტიურდით. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი: ფრთხილად წარმართეთ მოლაპარაკებები და ასევე ფრთხილად შეუდექით საქმეების მოგვარებას. მოერიდეთ ინტრიგებს და უცნობებთან საკუთარ მიზნებზე საუბარს.

თხის რქა: საქმიანი შეხვერებისა და ახალი პროექტების განხილვის დღეა. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. დააკვირდით გარემოცვას, ახალი პარტნიორები შეიძლება გვერდით გყავთ და ვერ ამჩნევთ მათ პროფესიონალიზმს.

მერწყული: ჩამოყალიბდით, რა გსურთ მომავალში, სად ხედავთ საკუთარ თავს. იყავით მომართული ახლის შესწავლაზე, თვალსაწიერის გაფართოებაზე. ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს. მათ იოლად გადალახავთ.

თევზები: ჩაერთეთ ახალ პროექტებში, ინტელექტუალურ საქმიანობაში. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. ზოგიერთს მოგეცემათ უცხოელებთან მუშაობს შესაძლებლობა.