27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:05-ზე, მთვარე თევზებში გადავა 19:05-ზე

დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ დიდხანს სარკეში ყურებას. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს. ფერთა უჩვეულო შეხამებას. საღამოს მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას.

ვერძი

დატვირთული და რთული დღეა მოსალოდნელი. გაგიჭირდებათ სხვებთან ურთიერთობა, საუბრები კამათსა და კონფლიქტში გადაიქცევა. გამოიჩინეთ სიფრთხილე და გაატარეთ დღე მშვიდ გარემოში და შეამცირეთ უსიამოვნებები და დანაკარგები.

კურო

დღეს ბევრი მნიშვნელოვანი საქმის კეთება მოგიწევთ, ეწვიეთ სხვადასხვა ორგანიზაციას და მუდმივად ეკონტაქტეთ საჭირო ადამიანებს. თუმცა, აჩქარებამ ან მეტის გაკეთების სურვილმა შეიძლება საპირისპირო შედეგებამდე მიგიყვანოთ. ეცადეთ იმოქმედოთ კომფორტული ტემპით და არ დაკარგოთ იუმორის გრძნობა.

ტყუპი

რაც არ უნდა გააკეთოთ, გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაფიქრდით თითოეულ სიტყვაზე. დიდია ზარალის რისკი, ამიტომ სჯობს გადადოთ შესყიდვები და შენაძენები. საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებამ შეიძლება მოულოდნელი სირთულეები შეგიქმნათ.

კირჩხიბი

მოემზადეთ იმისთვის, რომ სხვებთან საერთო ენის პოვნა და კომპრომისის მიღწევა რთული იქნება. მიჰყევით თქვენს გეგმას და არ მისცეთ უფლება გარემოებებს შეგიშალოთ ხელი მათ განხორციელებაში. ასევე ეცადეთ დაიცვათ თქვენი პირადი ინტერესები.

ლომი

ემოციურმა ფონმა შეიძლება ზედმეტად მგრძნობიარე გაგხადოთ. განაწყენდებით, თუ ახლობლებისგან საყვედურს მიიღებთ ან საყვარელ ადამიანთან იჩხუბებთ. დღე არ არის შესაფერისი მოგზაურობის დასაწყებად. არ დაკარგოთ მეგობრული დამოკიდებულება და ოპტიმიზმი, მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

ქალწული

ენერგიული და წარმატებული, მაგრამ დატვირთული დღე გელოდებათ. მუშაობისას წარმოაჩინეთ თქვენი ფანტაზია. თუმცა, თუ თქვენი სამუშაო დაკავშირებულია ფინანსებთან, არ დაგავიწყდეთ თქვენი ქმედებებისა და გადაწყვეტილებების შეთანხმება და მენეჯმენტისგან მხარდაჭერის მიღება.

სასწორი

არ დაკარგავთ კარგ განწყობას, თუ იპოვით ბალანსს პარტნიორულ და ლიდერულ თვისებებს შორის. მეტი დრო უნდა გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან და ერთად გააკეთოთ საერთო საქმეები. ახლობელთან სერიოზული კამათი რომ აირიდოთ, შეეცადეთ იყოთ დიპლომატიური.

მორიელი

მოუსმინეთ გავლენიან და მცოდნე პიროვნებებს, ეცადეთ, გვერდით, ერთგული ადამიანები გყავდეთ, რაც დაგეხმარებათ ბიზნესში წარმატების მიღწევაში და საჭირო კავშირების გაძლიერებაში. იყავით დიპლომატიური, ეს დაგეხმარებათ უფრო სწრაფად მიაღწიოთ შედეგებს და თავიდან აიცილოთ ოპონენტების შეურაცხმყოფელი კრიტიკა.

მშვილდოსანი

რთულ ან უსიამოვნო სიტუაციებს იოლად აიცილებთ დღეს საჭიროა ძალისხმევა და შეასრულოთ ის, რაც დაჰპირდით ახლობლებს ან მოაგვაროთ დაგროვილი პრობლემა. ხანდახან მოგიწევთ ურთიერთობების გამწვავება, მაგრამ ამის გარეშე სიტუაცია მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძვრება.

თხის რქა

დღევანდელი დღის დევიზი უნდა იყოს: ზრდილობა და მეგობრული განწყობა. უფრო ფრთხილად უნდა იყოთ გარშემო მყოფთა გრძნობებზე, პატივი ეცეთ მათ აზრებს და სურვილებს.

მერწყული

დაუთმეთ დღე მცირე რუტინული და საშინაო საქმეების მოგვარებას. რთული საქმეები ნელა წავა და შედეგი იმედს გაგიცრუებთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დაკავდით სპორტით.

თევზები

რთულ სიტუაციებში ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გამოიყენეთ შემოქმედებითი მიდგომა. მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიურ სამუშაო საკითხებს და არ აიღოთ მნიშვნელოვანი და შრომატევადი პროექტი. თქვენს ახლო ნათესავს შეიძლება დასჭირდეს თქვენი დახმარება და თანადგომა.