27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ახალგაცნობილებთან ზედმეტად გულგახსნილი ნუ იქნებით. მათ თქვენ მიმართ შეიძლება ფარული ზრახვები ამოძრავებდეთ. უმჯობესია, იგნორი გაუკეთოთ მათ, ვიდრე მათთან ურთიერთობამ უსიამოვნებებში გაგხვიოთ.

ტყუპი

დღის ყველა მნიშვნელოვან საქმეს პირადი ურთიერთობა გადაფარავს. საყვარელი ადამიანი დღეს თქვენ მიმართ განსაკუთრებულად რომანტიკული იქნება. მოსალოდნელია სიურპრიზები და დაუვიწყარი პაემანი.

კირჩხიბი

დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ერთი მხრივ კეთილად განაწყობთ თქვენ მიმართ გარშემო მყოფებს; მეორე მხრივ, კრიტიკასაც ვერსად გაექცევით. ეცადეთ, მშვიდად გაეცალოთ უარყოფით სიტუაციას და მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას.

ლომი

თქვენი სურვილი, ნებისმიერი წვეულება დღესასწაულად აქციოთ, დასაფასებელია, მაგრამ არა დღეს, რადგან გაუთვალისწინებელმა ხარჯმა შეიძლება ვალი მოგიმატოთ. და დაუვიწყარი დღესასწაული დაუვიწყარ თავის ტკივილად გიქციოთ.

ქალწული

მინიმუმამდე შეამცირეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა, რადგან უბოროტო სიტყვამაც კი შეიძლება საბოლოოდ გაგიფუჭოთ განწყობა. დრო საინტერესო წიგნის კითხვას, ფილმის ყურებას დაუთმეთ. გადახედეთ და დაფიქრდით განვლილ დღეებზე.

სასწორი

დღეს უჩვეულოდ აქტიური, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი, მხნე და ოპტიმისტური იქნებით. გარშემო მყოფებმა შეიძლება ახალი საინტერესო წინადადებით შემოგთავაზონ. უარი არ უთხრათ და დაეხმარეთ.

მორიელი

ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, მეტად იურთიერთობეთ გარშემო მყოფებთან. შეხვდით მეგობრებს, შეეხმიანეთ საყვარელ ადამიანებს. დღეს ჰორიზონტზე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თუ სასიყვარულო პარტნიორი არა, ერთგული მეგობარი გახდება. გადადგით ნაბიჯი წარმატებისკენ, ნუ დაიხევთ უკან.

მშვილდოსანი

პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების გამო ვერც საქმეს, ვერც სწავლას და ვერც სხვა საქმიანობას გულს ვერ უდებთ. ამიტომ, შეცდომების თავიდან ასაცილებლად, გადადეთ ყველა საქმე და მთელი დღე პირად ცხოვრებას მიუძღვენით.

თხის რქა

დღეს ნურაფერს დაგეგმავთ სპონტანურად, სიტუაციის შესაბამისად იმოქმედეთ. დაგეგმილი საქმეების გამო შეიძლება წარმატებულ შემოთავაზებებზე მოგიწიოთ უარის თქმამ, რაც მომავალში შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ.

მერწყული

დღეს სამსახურის, მეგობრებისა და სასიყვარულო საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. გადაღლა და ემოციების ნაკლებობა არ გემუქრებათ. მთავარია, თითოეულისთვის სათანადო დრო გამოყოთ.

თევზები

დღეს ახალი იდეები და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ. ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს, როგორც იმიჯის საკითხში, ასევე ადამიანებთან ურთიერთობისას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით