ავტორი:

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:09-ზე, მთავრე ქალწულშია

კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის, შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; მსუბუქი ვარჯიში. კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.

ვერძი: დღეს უნდა დაისვენოთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. მეტი დრო გაატარეთ შვილების გვერდით.

კურო: მოუწყვეთ ოჯახის წევრებს დღესასწაული. თავად კი მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, ტკბილეულის ჭამას.

ტყუპი: გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, გაიგებთ თქვენთვის საინტერესო ამბებს და მოგეცემათ საინტერესო ადგილების მონახულების შესაძლებლობა.

კირჩხიბი: ოჯახური შეკრების, მხიარულების დღეა. გაანებივრეთ ოჯახის წევრები საჩუქრებით.

ლომი: მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. საღამოს დაგეგმეთ მომავალი კვირის საქმეები.

ქალწული: გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან. საღამოს უმასპინძლეთ მეგობრებს შინ.

სასწორი: კარგი დღეა ახალი შემოქმედებითი გეგმის განსახორციელებლად. ახალი იდეები დაგებადებათ და ჩაინიშნეთ.

მორიელი: მეგობრებთან მოულოდნელი შეხვედრა შეიძლება საქმიან დიალოგში გადაიზარდოს და ახალი პროექტები ერთად განახორციელოთ.

მშვილდოსანი: დაგეგმეთ მეგობრებთან ერთად საინტერესო, ისტორიული ადგილების მონახულება.

თხის რქა: შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს აქაც და უცხოეთში მცხოვრებლებსაც. დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა.

მერწყული: მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. გაისეირნეთ ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე.

თევზები: იყავით თავაზიანი და კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.