28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვა დღისთვის გადაიტანეთ. დღის მეორე ნახევარში, ყველა კურო, განსაკუთრებით აპრილში დაბადებულები უნდა გათავისუფლდნენ უსარგებლო ნივთებისა და ურთიერთობებისგან. აგრეთვე იმ იდეებისგან, რომლებიც შორსაა რეალობისგან.

ტყუპი

მოერიდეთ ინიციატივის გამოჩენას, ახალი საქმეები დაწყებას. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. მეტად დაისვენეთ. გათავისუფლდით ძველი ნივთებისგან. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ

კირჩხიბი

რჩევისთვის ერთგულ მეგობარს, გამოცდილ კოლეგას მიმართეთ. ნუ ეცდებით საქმეების დაწყებას, გადადეთ შეხვედრები და მოლაპარაკებები.

ლომი

გაგიჭირდებათ საქმეების წამოწყება. საქმიანი შეხვედრებიც სხვა დროისთვის, უკიდურეს შემთხვევაში საღამოსთვის დანიშნეთ, როცა მუშაობის ხალისი უფრო მეტად გამოვლინდება.

ქალწული

ჩაიწერე ყველა იდეა და აზრი, რაც დღის განმავლობაში გეწვევათ, მაგრამ მათ მომენტალურ შესრულებას ნუ ეცდებით, უკეთეს პერიოდს დაელოდეთ. კარგი დღეა მიმოწერისა და საინტერესო ადამიანთან საუბრისთვის.

სასწორი

სანამ ახალ საქმეებს წამოიწყებდეთ, ძველები დაასრულეთ. მეტი სერიოზულობით მოეკიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ნუ ეცდებით პარტნიორთან საქმეების გარჩევას. ეს დიდი ხნით დაგაშორებთ ერთმანეთთან.

მორიელი

დილით მოერიდეთ სერიოზული საქმეების დაწყებას. ინტელექტუალურ და პრაქტიკულ საქმიანობაში სხვების დაუხმარებლად შედეგს ვერ მიაღწევთ. მეტად დაისვენეთ. დიალოგი საქმიან პარტნიორთან ან სასიყვარულოსთან ზედმიწევნით დელიკატურად წარმართეთ.

მშვილდოსანი

დილით ენერგიული და რომანტიკული იქნებით. შეიძლება აზარტმა და ავანტიურამაც გაგიტაცოთ, მაგრამ მაქსიმალურად გაფრთხილდით. რთული დღეა და გამოუსწორებელი შეცდომები არ დაუშვათ. საღამოს შეიძლება გვიანობამდე მოგიწიოთ სამსახურში დარჩენამ და მუშაობამ.

თხის რქა

ჩქარობთ და ყველაფრის მოსწრებას ცდილობთ, მაგრამ მეტი ყურადღებით თუ იმუშავებთ, ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ. მოაგვარეთ ფინანსური და ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები.

მერწყული

ენერგიული ხართ და ეს თქვენი ენერგია და დრო დაწყებული საქმეების დასრულებას, ყოველდღიური საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. არაფერი ახალი არ წამოიწყოთ. საღამოს ოჯახის წვრებთან ერთად დაგეგმეთ ბიუჯეტი, განიხილეთ საოჯახო პრობლემები.

თევზები

ყველაფერს ერთდროულად ვერ გაუმკლავდებით. ჯერ მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვარეთ. შუადღიდად მეტად დაკავდით პრაქტიკული საქმიანობით. მოერიდეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს. საღამოს კარგი ფეხით სეირნობა. შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ და ტკბილეულიც მიირთვათ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით