ოთხშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 13:14-ზე, მთვარე თევზებშია
მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. ჩაიტარეთ წყლის პროცედურები, ამ დღეს რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
ვერძი
ეს დღე არაერთგვაროვან ემოციებს მოგიტანთ. მოგეჩვენებათ, რომ საქმეები კარგად მიდის და შექების ღირსი ხართ, მაგრამ სხვები სკეპტიკურად უყურებენ თქვენს მიღწევებს. იმუშავეთ საკუთარი ტემპით და შეასრულეთ სამუშაო მოვალეობები, მალე სხვების აზრი შეიცვლება და კარგ შეფასებას მიიღებთ.
კურო
ხელსაყრელი დღეა ფინანსური საქმიანობისთვის, ინვესტიციებისთვის და შესყიდვების დაგეგმვისთვის. შეძლებთ ფინანსური პრობლემების მოგვარებას და ფულის შოვნის ახალ გზებს გამონახავთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგად მიდის; განსაკუთრებით მიმზიდველი ხართ საპირისპირო სქესისთვის.
ტყუპი
ნუ ჩაერთვებით დაპირისპირებაში და ნუ მოაქცევთ ხალხს თქვენს წინააღმდეგ. ეს მხოლოდ გაგირთულებთ საქმეს. დღევანდელი დღე შესაფერისია გუნდის შესაქმნელად, თანამოაზრეების მოსაძებნად და ერთად მიზნების მისაღწევად. თუ ინიციატივას გამოავლენთ, სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას შეძლებთ.
კირჩხიბი
კონსერვატიულ კირჩხიბს არ მოსწონს სარისკო წინადადებები, მაგრამ დღეს გამონაკლისის გაკეთება და ექსპერიმენტი გჭირდებათ. თუ საჭიროა რჩევის თხოვნა, მაშინ მიმართეთ ადამიანებს, რომელთა მუშაობის მეთოდები რადიკალურად განსხვავდება თქვენისგან.
ლომი
შეეცადეთ აკონტროლოთ თქვენი სიტყვები, რაც შეიძლება ნაკლებად ეკონტაქტეთ სხვებს. დღეს ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს. ჯობია საქმეები მარტომ დაასრულოთ, კოლეგების დახმარების გარეშე. თუ ვინმემ პირობა არ შეასრულა, ნუ განაწყენდებით, ესე იგი ასე იყო საჭირო.
ქალწული
დაუთმეთ დღე ძველი საქმეების დასრულებას, მოაწესრიგეთ საბუთები. ქალწულები დღეს დიდ გამარჯვებებს ვერ მიაღწევთ, თუმცა პატარა შედეგებს დადებთ. რომანტიკული პაემანი სასიამოვნო მომენტებს მოგანიჭებთ, მეგობრები კი სიურპრიზს მოგიმზადებენ.
სასწორი
კომფორტისა და თავდაჯერებულობის განცდა გექნებათ. წვრილმან უსიამოვნებებს ყურადღებას არ მიაქცევთ და რთული სამუშაო საკითხები სწრაფად და თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. გაატარეთ დრო ოჯახთან, საყვარელ ადამიანთან ერთად, მოამზადეთ რომანტიული ვახშამი. ეცადეთ, ზედმეტი არ იშრომოთ.
მორიელი
ადვილი იქნება კომუნიკაცია და ახალი ნაცნობობის დამყარება. დღეს თქვენთან საუბარი ადვილი და სასიამოვნოა. ადამიანებს ექნებათ სურვილი დაგეხმარონ და მხარი დაგიჭირონ ნებისმიერ საქმეში; გამოიყენეთ ეს შანსი. შესაძლოა, გაგიჩნდებათ რაიმე ახალი უჩვეულო ბიზნესის წამოწყების სურვილი, მაგრამ ნუ დახარჯავთ ენერგიას უსარგებლო პროექტებზე.
მშვილდოსანი
თუ მოსაწყენი ან უსიამოვნო დავალების შესრულება გიწევთ, დაიწყეთ რაც შეიძლება ადრე, საღამოსთვის არ გადადოთ. მოგიწევთ სიზარმაცის და შრომის სურვილის შეტევებთან ბრძოლა. საღამო შესაფერისია რომანტიული შეხვედრებისა და მოგზაურობისთვის. სწავლა და ახალი მასალის ათვისება ადვილი იქნება.
თხის რქა
გაანალიზეთ რა გსურთ სინამდვილეში და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმეთ თქვენი საქმეები. თუ თხის რქა ნათლად ხედავს მიზანს, მაშინ ის უფრო სწრაფად მიაღწევს მას. მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებებს: ეს დიდ ენერგიას წაგართმევთ და განწყობას გაგიფუჭებთ.
მერწყული
შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ არა მხოლოდ კოლეგებთან, არამედ ახლო მეგობრებთან ურთიერთობაშიც. ამიტომ შეეცადეთ არ იკამათოთ; კომპრომისის პოვნა დღეს რთული იქნება. დააკვირდით თქვენს ხარჯებს, ნუ იყიდით ზედმეტ ნივთებს. ჯობია რაიმე საინტერესო თავად გააკეთოთ.
თევზები
წესების დარღვევისა და მოულოდნელი საქმეების კეთების სურვილმა შეიძლება რთულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ. დღეს თქვენი ინტერესები პირველ ადგილზე იქნება. საღამოს შესაძლებელია არაჩვეულებრივ ადამიანებთან შეხვედრები. კარგი დროა საყიდლებზე წასასვლელად და იაფფასიანი სასარგებლო ნივთების შესაძენად.