ავტორი:

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:54-ზე, მთვარე კუროში გადავა 03:34-ზე

ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.

ვერძი

დილით კარგია მოლაპარაკებებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრების დანიშვნა. შემდეგ ემოციური ფონი გაუარესდება და კონფლიქტების შესაძლებლობა გაიზრდება. თქვენს ახალ ნაცნობებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციის გაზიარება თქვენთვის.

კურო

თუ აპირებთ საყიდლებზე წასვლას, გააკეთეთ ეს სადილობამდე. დისკუსიები ან მოლაპარაკებები ასევე საუკეთესოა დილით. საღამომდე გაიზრდება თქვენი ეჭვი და წყენა და გაგიჭირდებათ სხვებთან ურთიერთობა.

ტყუპი

შეუქმენით საკუთარ თავს პოზიტიური განწყობა. იფიქრეთ პოზიტიურად, შეადგინეთ გეგმები და გააკეთეთ ის, რაც სიხარულს მოგანიჭებთ. ჩხუბს ან კონფლიქტს შედეგები მოჰყვება, ამიტომ უმჯობესია თავიდან აიცილოთ ისინი ნებისმიერ ფასად.

კირჩხიბი

შეიძლება შეამჩნიოთ, რომ გარშემო მყოფები ცდილობენ აღარ დაგიკავშირდნენ და არ გაგიზიაროთ თავიანთი საიდუმლოებები. ამის მიზეზი შეიძლება იყოს თქვენი დამოკიდებულება ან ცრურწმენა. საღამომდე სიტუაცია გამოსწორდება, საინტერესო შესაძლებლობები მოგეცემათ.

ლომი

დღეს მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც სწრაფად და წარმატებით შეგიძლიათ. ეს ამაღლებს თქვენს განწყობას და არ მოგცემთ საბაბს ეჭვი შეგეპაროთ თქვენს შესაძლებლობებში. მოერიდეთ ჩხუბს, ფრთხილად იყავით ხარჯებთან.

ქალწული

იყავით უფრო მშვიდი წვრილმან უსიამოვნებებზე, ნუ მისცემთ მათ განწყობას გაფუჭების უფლებას. უმჯობესია გადადოთ მნიშვნელოვანი ოჯახური საკითხების განხილვა: დღეს გაგიჭირდებათ გამოსავლის პოვნა, რომელიც ყველას მოეწონება. შეეცადეთ ყურადღებით დაგეგმოთ და მოემზადოთ მოგზაურობისთვის.

სასწორი

დღე დაძაბული და სტრესული იქნება. მოგიწევთ საკითხების მოგვარება ძალიან სწრაფად და ხშირად ერთდროულად. სხვები ხანდახან უმწეოდ და არაპროფესიონალურად გამოიყურებიან. შეეცადეთ აირჩიოთ აქტივობები, რომლებიც გაინტერესებთ ან კმაყოფილებას მოგიტანთ.

მორიელი

მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ და არ გაღიზიანდეთ, თუ საქმეები იმაზე ნელა მიდის, ვიდრე გსურთ. სცადეთ შეცვალოთ თქვენი მიდგომა ან გამოიყენოთ თქვენი ფანტაზია სიტუაციის შესაცვლელად. ნაკლებად მოუსმინეთ სხვების რჩევას. შემოქმედებითობასთან დაკავშირებული აქტივობები განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მშვილდოსანი

დღეს უნდა იმუშაოთ, გადახვიდეთ ერთი საქმიდან მეორეზე. დაძაბულობის მიხედავად ეს აქტივობა მოგეწონებათ. დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულებას შეძლებთ. კომუნიკაცია ნაყოფიერი და საინტერესო იქნება, სწორ ადამიანებს შეხვდებით, დროსაც კარგად გაატარებთ.

თხის რქა

გუნდური მუშაობა დღეს განსაკუთრებით წარმატებული იქნება. საერთო მიზნები და იდეები დაგეხმარებათ იპოვოთ საერთო ენა გარშემო მყოფებთან. ეს ერთობლივი საქმიანობა მალე მოგებას მოგიტანთ და შესაძლოა სხვა საინტერესო პროექტებზეც შთაგაგონოთ. იყავით მომთმენი ნათესავებთან ურთიერთობისას: შეიძლება მათთან წარმოიშვას კონფლიქტური სიტუაციები.

მერწყული

დღეს თქვენ მშვიდობისმყოფელი უნდა იყოთ. თქვენთვის დავების მოგვარება და ჩხუბის თავიდან აცილება მარტივია. ბევრი გთხოვთ რჩევას ან დახმარებას. არის შანსი მიიღოთ მოულოდნელი მოგება ან ბონუსი. საღამოს დაისვენეთ; წინააღმდეგ შემთხვევაში განწყობა გაგიფუჭდებათ.

თევზები

იპოვეთ რაიმე სასარგებლო საქმიანობა, თორემ მელანქოლიაში ჩავარდებით და განწყობას გაუფუჭებთ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებს. სასარგებლოა სიტუაციის შეცვლა, კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება ან უბრალოდ პარკში გასეირნება. კარგი განწყობა და სამყაროს ოპტიმისტური ხედვა დაგიბრუნებთ მოქმედებისა და კომუნიკაციის სურვილს.