კურო
გააუმჯობესეთ კონტაქტები იმ ადამიანებთან, რომლებზეც თქვენი წარმატებაა დამოკიდებული. ემოციურად სტაბილური ხართ; მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებისას ნუ აჩქარდებით. კარგი დღეა მასაჟისა და სპორტის აქტიური სახეობებისთვის. საღამო საინტერესო წიგნთან ან ფილმთან ერთად გაატარეთ.
ტყუპი
გაუფრთხილდით ფულს. თუ გსურთ, გარშემო მყოფებისგან მომავალში დახმარება მიიღოთ, დღეს ნუ ეტყვით მათ დახმარებაზე უარს. მიხედეთ ჯანმრთელობას, აკონტროლეთ ჭამისა და ძილის რეჟიმი, საღამოს კარგია სეირნობა.
კირჩხიბი
შეხვდით თქვენთვის საინტერესო ადამიანებს; განიხილეთ თქვენთვის საინტერესო თემები. ეცადეთ გარშემო თანამოაზრეები შემოიკრიბოთ, რადგან მომდევნო დღეებში ბევრი მუშაობა მოგიწევთ.
ლომი
ძიების პროცესში ხართ. ერთი კონკრეტული ინფორმაციის ძიებისას შეიძლება ბევრ საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას წააწყდეთ; მოიძიოთ თანამოაზრეები და სპონსორები. იაქტიურეთ და წარმატება არ დააყოვნებს.
ქალწული
თათბირისა და საქმიანი შეხვედრის დროს თამამად წამოაყენეთ თქვენი იდეები, მაგრამ ნურც მიმდინარე საკითხების განხილვას დაივიწყებთ. კოლეგებთან ერთად შეადგინეთ სამოქმედო გეგმა; გაითვალისწინეთ გარშემო მყოფთა აზრები.
სასწორი
ნებისმიერ პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით. მთავარია, ძველი საქმეების დასრულებამდე ახლები არ წამოიწყოთ, თორემ, ყველაფერს აურ–დაურევთ. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს; საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ სამომავლო გეგმები.
მორიელი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ. საქმიანი და პირადი საუბრებისთვის სწორად შეარჩიეთ დრო და გარემო. კარგი დღეა შეხვედრებისა და ურთიერთობებისთვის. შეიძლება ძველი პრობლემები ახალი, ორიგინალური მეთოდით მოაგვაროთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ინფორმაციისა და ახალი თანამშრომლების მოსაძიებლად. ნუ მიიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს; ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. პირად ურთიერთობებში მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა.
თხის რქა
ეცადეთ, რთულ სიტუაციებში არ დაიბნეთ, რჩევა სპეციალისტებს ჰკითხოთ და ისე იმოქმედოთ. კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად და ახლების განსახილველად; შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამოს რომანტიკული პაემანი დანიშნეთ.
მერწყული
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, დამატებით სამუშაოს. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილებების მიღებისას. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. საყვარელი ადამიანი საჩუქრებითა და ყურადღებით გაანებივრეთ.
თევზები
ისეთი საქმით დაკავდით, რაც დასვენებისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის საშუალებას მოგცემთ. მუშაობისას ნუ აჩქარდებით, დაკვირვებულად იმოქმედეთ. გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.