ავტორი:

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 ივნისი, სამშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარე კირჩხიბშია

საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.

ვერძი: არ გირჩევთ ზედმეტ აქტიურობას, არც ფიზიკურს და არც გონებრივს. უმჯობესია, დაისვენოთ, სასიამოვნოს, მსუბუქი საქმით დაკავდეთ.

კურო: დაკვირვებულად იმოქმედეთ, არაფერი ახალი დღეს არ დაიწყოთ, დაასრულეთ დაწყებულები. არ გადატვირთოთ კუჭი.

ტყუპი: არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. იყავით მაქსიმალურად ფრთხილად ფინანსური საკითხების მოგვარებისას.

კირჩხიბი: არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. მხოლოდ დააკვირდით მოვლენებს, სიტუაციას.

ლომი: თუ კარგად დააკვირდებით, ადვილად გამოიცნობთ აფერისტ ადამიანს, ტყუილს, აფერას. გაფრთხილდით, არავინ დაგაზარალოთ.

ქალწული: გაფრთხილდით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მჭრელ, ბასრ საგნებთან. დაკვირვებული იყავით დოკუმენებთან, ფულთან.

სასწორი: ახალი იდეები მხოლოდ განიხილეთ, მათ დაწყებას არ გირჩევთ. იყავით ღიმილიანი და დიპლომატიური.

მორიელი: მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან საქმეების გარჩევას. არავისთან არ იკამათოთ. გაეცალეთ საეჭვო სიტუაციებს.

მშვილდოსანი: სხვისთვის ჭკუის დარიგებას და რამის მტკიცებას დღეს არ გირჩევთ. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას.

თხის რქა: გაფრთხილდით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ინსტრუმენტებთან. უმჯობესია, დღეს დაისვენოთ.

მერწყული: მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. არ გირჩევთ ვინმესთან გაჯიბრებას, კამათს.

თევზები: მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ და ისიც დაკვირვებით. მოერიდეთ გაურკვეველ, ჩახლართულ სიტუაციებს.