მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
როგორია 28 მაისს დაბადებული ადამიანი
28 მაისს დაბადებული ადამიანები, შემოქმედებითი ნიჭითა და ორიგინალური აზროვნების უნარით არიან დაჯილდოებულნი. მაგრამ სწორედ ამ მრავალმხრივობის გამო, მათ ხშირად უჭირთ შესაფერისი პროფესიის არჩევა. თუმცა, თუკი საკუთარ ჭეშმარიტ მოწოდებას მაინც მიაგნეს, კოლოსალური წარმატების მიღწევის შანსები გააჩნიათ.