საკმაოდ რთული დღეა.
არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს.
სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარი.
არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას.
მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში.
ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება.
სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი _ არა.
თმის შეჭრას არ გირჩევთ.
ძილის წინ მიიღეთ შხაპი.
ამ დღის ქვებია: შავი მარგალიტი, ობსიდიანი.
მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქოში გადავა 23:46
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე მშვილდოსანში
გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.