კურო
დღეს უმნიშვნელო წვრილმანმაც კი შეიძლება მოთმინება დაგაკარგვინოთ. მაქსიმალურად მოითმინეთ, რათა უხეშობაზე უხეშობითვე არ უპასუხოთ. კარგი დღეა ფიზიკური სამუშაოსთვის (სახლში, აგარაკზე). განაახლეთ გარდერობი, აქსესუარები.
ტყუპი
დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი საქმეები დაგეგმეთ. არ დაიბნეთ რთულ სიტუაციებში. მოსალოდნელია ცვლილებები, სტრესი, სისტემის გაუმართაობა.
კირჩხიბი
მეტი დრო დაუთმეთ სამუშაოს. ეცადეთ, არ გაართულოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს; საშიშ, რთულ მარშუტებს, უმჯობესია, ეს დღე განმარტოებით გაატაროთ, გაანალიზოთ სიტუაცია.
ლომი
უამრავი საქმე დაგიგროვდათ მოსაგვარებელი. კარგი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად. მოერიდეთ საყიდლებს, სამედიცინო პროცედურებს.
ქალწული
ფინანსური საკითხები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. დაარეგულირეთ ურთიერთობა კოლეგებთან, უფროსთან, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან. თუ არ გსურთ იმედგაცრუებული დარჩეთ, ნუ იქნებით ზედმეტად რომანტიკული.
სასწორი
წვრილმანებზე ნუ ნერვიულობთ. დღეს ლიდერის თვისებები უნდა გამოავლინოთ და ზოგიერთი საქმეები თავად შეასრულოთ. საღამო მარტოობაში რომ არ გაატაროთ, მოძებნეთ გასართობი, ან საერთო ინტერესების კამპანიას შეუერთდით.
მორიელი
გარშემო მყოფებს დელიკატურად მიუთითეთ შეცდომებზე, დღეს ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, – "გაატარეთ". მეტი ყურადღება მიაქციეთ გარეგნობას, ჩაცმულობას.
მშვილდოსანი
საინტერესო დღე გელით, წვრილ–წვრილი გამარჯვევევი საბოლოოდ კარგ შედეგს მოგიტანთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს. გაუფრთხილდით ფეხებს. დღეს ნუ შეიძენთ კომპიუტერულ ტექნიკას, ელექტროსაგნებს.
თხის რქა
დაძაბულ სიტუაციაშიც კი შეძლებთ ყველაფრის მოგვარებას. მხოლოდ ისეთ ადამიანებთან გქონდეთ კონტაქტი, ვისაც ენდობით. ფული ეკონომიურად ხარჯეთ. სახლიდან გასვლამდე შეამოწმეთ ონკანი, კარი კარგად ჩაკეტეთ.
მერწყული
ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიული. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. დღეს სწრაფად და სწორად უნდა იფიქროთ და იმოქმედოთ.
თევზები
მოერიდეთ უსიამოვნებას უფროსთან, მშობლებთან. არ გაამწვავოთ ურთიერთობა პარტნიორთან. ნუ მიიტანთ ყველას გასაჭირს გულთან ახლოს, ჯერ საკუთარი პრობლემები მოაგვარეთ. კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, გასაღრმავებლად.