კურო
დაკვირვება და ოპერატიულობა - დღის მთავარი მოთხოვნაა. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ნუ გაუმხელთ გარშემო მყოფებს თქვენს საქმეებს.
ტყუპი
კარგი დღეა უახლოესი წარსულისგან გასათავისუფლებლად და შეხედულებების შესაცვლელად. მოიშორეთ ზედმეტი ტვირთი და ნეგატიური ფიქრები.
კირჩხიბი
დილიდან შეიქმენით პოზიტიური განწყობა. მეტი დრო გაატარეთ მხიარული ადამიანების გარემოცვაში. უპირატესობა მიანიჭეთ ვიტამინებითა და ცილებით მდიდარ საკვებს.
ლომი
მეტი დრო დაუთმეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას. გამოიძინეთ და იმხიარულეთ. დღეს შეიძლება უცხოებმა უკეთ გაგიგონ, ვიდრე ახლობლებმა.
ქალწული
მართალია, ყველაფრის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ მცირე ცვლილებები დასაშვებია. იყავით ენერგიული და საკუთარ თავს მეტი თავისუფლებისა და ბედნიერების უფლება მიეცით.
სასწორი
დიპლომატიულობასთან ერთად თამამად და დაკვირვებულად მოქმედება უნდა შეძლოთ. ნუ ხართ ზედმეტად მომთხოვნი საყვარელი ადამიანის მიმართ.
მორიელი
დღეს გეგმის მიხედვით ვერ იმოქმედებთ. როგორც კი სიმკაცრეს გამოიჩენთ, უსიამოვნებებს გადაეყრებით. გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.
მშვილდოსანი
დილით ივარჯიშეთ, გაისეირნეთ ბუნებაში. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. საღამოს მოაწყვეთ მეგობრული შეხვედრა ან კონცერტს დაესწარით.
თხის რქა
იყავით პოზიტიური და თბილი გარშემო მყოფების მიმართ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას.
მერწყული
იყავით აქტიური და დაკვირვებული საქმეებისადმი, რომლებსაც დღეს შეასრულებთ. კარგი დღეა წვეულებაზე დასასწრებად, ახლობლების მოსანახულებლად.
თევზები
დაივიწყეთ მორცხვობა და იყავით მეტად გაბედული. თავდაპირველად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მთებს გადადგამთ, მერე კი სიზარმაცე შემოგიტევთ. ნუ გადაყრით ფულს არაფრისმომცემ ნივთებზე.