ავტორი:

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 10:23-ზე, მთვარე 03:14-ზე მორიელს ესტუმრება.

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას.

ვერძი: გამონახეთ ერთგული პარტნიორები, ვისთან ერთადაც ახალ იდეებს განახორციელებთ. არ გირჩევთ კონფლიქტურობას და დაპირისპირებას კონკურენტებთან.

კურო: შეიძლება აიყვანოთ ახალი დამხმარე შინ ან სამსახურში. მუშაობა კარგია, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ.

ტყუპი: მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი თავის რელიზებას. დაფიქრდით, ჰობი შეიძლება შემოსავლის წყარო გახდეს. საღამო გაატარეთ შვილების გვერდით. ერთად ჩაერთეთ ინტელექტუალურ გასართობში.

კირჩხიბი: საქმიანი შეხვედრების დღეა. იყავით დაკვირვებული გამოთქმული მოსაზრებებისადმი. სამსახურის საქმეების გამო ნუ დაივიწყებთ ოჯახზე ზრუნვას. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახვა ნათესავებს.

ლომი: დატვირთული დღე გელოდებათ: მივლინება, საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები. ილაპარაკეთ ყველასთვის გარკვევით. ნუ მოგერიდებათ საკუთარი თავის გაპიარება.

ქალწული: საუკეთესო დღეა შემოსავლის დამატებითი წყაროს მოსაძიებლად. იზრუნეთ, რომ შეძლოთ თქვენი ნიჭის მონეტიზირება. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ, ერთად შეიძლება ახალი ბიზნესიდეა მოიფიქროთ.

სასწორი: დილიდან შეიქმენით პოზიტიური განწყობა. კარგი დღეა საქმიანი იმიჯის მოსარგებად. გამოდით სცენაზე, წარმოადგინეთ თქვენი იდეები. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

მორიელი: მოგინდებათ საიდუმლო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვა პარტნიორებთან. იყავით დაკვირვებული თითოეული სიტყვისადმი. საღამო დაუთმეთ დეტექტიური ჟანრის ფილმების ყურებას ან წიგნის წაკითხვას.

მშვილდოსანი: თანამოაზრეებთან შეხვედრისა და მიმდინარე საკითხების განხილვის დღეა. ზოგიერთი შეიძლება ჩაერთოთ სოციალურ საქმიანობაში, ზოგიც - პოლიტიკურში.

თხის რქა: დაფასდებით თქვენი გონიერებითა და საქმიანობით. პრაქტიკული საქმეები შეასრულეთ, რაც სწრაფ და სარფიან გამარჯვებას მოგიტანთ. ახალ სიყვარულს შეიძლება კოლეგებს შორის შეხვდეთ.

მერწყული: კარგი დღე გელით მედიისა და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს. მეგობრებთან ერთად შეიძლება სასწავლო კურსებზე ჩაწერა გადაწყვიტოთ. საღამოს განწყობას გაგიუმჯობესებთ ინტელექტუალური საუბრები.

თევზები: საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ, რაც მომავალში მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესდებთ. იყავით დაკვირვებული საბუთების შედგენისას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.